The Manila Times-ი თორნიკე რიჟვაძის ფილიპინების რესპუბლიკაში ვიზიტთან დაკავშირებით სტატიას აქვეყნებს

The Manila Times“-ი აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის ფილიპინების რესპუბლიკაში ვიზიტთან დაკავშირებით სტატიას აქვეყნებს. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

მათვე ცნობით, სტატიაში აღნიშნულია, რომ თორნიკე რიჟვაძე, რომელიც საქართველოს ტურისტული და საინვესტიციო პოტენციალის პოპულარიზაციის მიზნით, ფილიპინების რესპუბლიკაში იმყოფება, „The Manila Times“-თან აცხადებს, რომ, საქართველოს განიხილავს, როგორც ევროპის კარიბჭეს. ამასთან, იმედს გამოთქვამს, რომ ფილიპინების რესპუბლიკა იქნება საქართველოს ხიდი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციასთან.

"ჩვენ განვიხილავთ ქვეყნების დაკავშირების სხვადასხვა ვარიანტს. ეს შეიძლება იყოს ფრენები, რაც უფრო ეფექტიანი იქნება“ - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სტატიაში აღნიშნულია, რომ აჭარის მთავრობის მეთაურმა საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკისა და ლიბერალური საგადასახადო რეჟიმის შესახებაც ისაუბრა, რაც მისი თქმით უცხოური ინვესტიციების მოზიდვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განმაპირობებელი ფაქტორია.

„ჩვენ კარგი მდგომარეობა გვაქვს საერთო ეფექტურობის კუთხით და გაგვაჩნია საკმაო რესურსიც, როცა საქმე ეხება შრომას და კვალიფიციურ პერსონალს. გვსურს უფრო მოქნილი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობა ვაწარმოოთ ფილიპინებთან და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასთან. ასევე, გვსურს მოვიწვიოთ ფილიპინელი ინვესტორები ჩვენს ქვეყანაში ინვესტიციების განსახორციელებლად", - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ The Manila Times - თან საუბრისას.

წყარო - https://www.manilatimes.net/2023/02/02/news/national/guests-are-gifts-of-god-in-georgia/1876891

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის