ზურაბ ჯაფარიძე - პირობები, რომ დიდი ერთობა შეიკრას, ჯერჯერობით არ ჩანს, გადაწყვეტილება მივიღეთ, საკითხს დავუბრუნდეთ მომავალ წელს - "დროასთან" და "სტრატეგია აღმაშენებელთან" შეთანხმება ძალაშია

მოცემულობა ასეთია, რომ ახლა იმის პირობები, რომ რაღაც დიდი ერთობა შეიკრას, ჯერჯერობით არ ჩანს , - ამის შესახებ „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ „გირჩი TV-ის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, 2022 წლის ივნისიდან ოპოზიციურ ფლანგზე დიდი გაერთიანების შექმნაზე მუშაობდა, თუმცა ეს ვერ ხერხდება და პარტიაში მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ამ საკითხს მომავალ წელს დაუბრუნდებიან.

"შარშან ივნისიდან მოყოლებული ბევრ დროს ვუთმობდი, რომ ოპოზიციურ ფლანგზე რაღაც დიდი ერთობა შექმნილიყო. საბოლოო ჯამში, გამარჯვების ფორმულა მაინც ის მგონია, რომ აქეთ ფლანგზე მოხდეს რაღაც დიდი კონსოლიდაცია, რადგან ასეთი ტიპის სისტემების დამარცხება სხვა შემთხვევაში, ძალიან რთულია. ამას სხვა ქვეყნების ემპირიული გამოცდილებაც აჩვენებს, მაგრამ მოცემულობა ასეთია, რომ ამდენი თვის შემდეგ ახლა მაგის პირობები, რომ რაღაც დიდი ერთობა შეიკრას, ჯერჯერობით არ ჩანს. ჩვენ გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ საკითხს დავუბრუნდეთ მომავალ წელს და მანამდე მეტი ძალისხმევა გავწიოთ იმისთვის, რომ "გირჩი - მეტი თავისუფლება" გაძლიერდეს“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

ზურაბ ჯაფარიძის განმარტებით, როცა საუბარია დამოუკიდებელ თამაშზე, ეს არ ნიშნავს, რომ „გირჩი-მეტი თავისუფლებას“ გარკვეულ პროცესებში, მათ შორის 24 თებერვლის აქციაზე, „დროასა“ და „სტრატეგია აღმაშენებელთან“ კოორდინაცია არ ექნება.

"ჩვენ, როცა ვლაპარაკობთ დამოუკიდებელ თამაშზე, არ ნიშნავს, რომ რაღაც პროცესებზე არ გვექნება კოორდინაცია, მათ შორის იგივე „დროასთან“ და „სტრატეგიასთან“. საკითხები, რომლებიც ეხება ევროკავშირში ინტეგრაციას და სტატუსის მიღებას, ამაზე ვიყავით ჩვენ შეთანხმებული და ეს შეთანხმება ისევ ძალაშია. როცა ეხება უკრაინის თემას, ჩვეულებრივად გვექნება კოორდინაცია, როგორც აქამდე გვქონდა, მათ შორის 24 თებერვალს დაგეგმილ აქციას ერთად ვაორგანიზებთ", - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს