ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რუსები ვერ პოულობდნენ სანქციებისთვის გვერდის ავლის შესაძლებლობებს, მაგრამ ზოგიერთს უვლიან გვერდს - გვსურს, რეაგირება იყოს

აღშფოთებული ვარ სახელმწიფოებით, რომლებიც ვითომდა ჩვენი პარტნიორები არიან, თუმცა ამ ომში ფინანსურად რუსეთის პარტნიორები არიან, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინა-ევროკავშირის სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინაში დაინტერესებულები არიან იმით, რომ რუსეთს სხვა სახელმწიფოების მეშვეობით არ ჰქონდეს სანქციების გვერდის ავლის საშუალება.

“ჩვენ ძალიან დაინტერესებულები ვართ იმაში, რომ რუსეთს არ ჰქონდეს თავდაცვითი მრეწველობის აღდგენის საშუალება. და ისინი ამას სხვა სახელმწიფოების მეშვეობით აკეთებენ. ამიტომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ისინი [რუსეთის ფედერაცია] ვერ პოულობდნენ სანქციებისთვის გვერდის ავლის შესაძლებლობებს. მაგრამ ისინი ზოგიერთ მათგანს უვლიან გვერდს”, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მან განაცხადა, რომ უკრაინა ყოველდღიურად ადევნებს თვალს ასეთი სახელმწიფოების რუსეთთან თანამშრომლობის პროცესს და შესაბამის ფაქტებს ევროკავშირში კოლეგებს აწვდის.

“გვსურს, რომ მათზე რეაგირება იყოს და მჯერა, რომ ასე იქნება”, - თქვა ზელენსკიმ.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა