გიული ალასანია - მოსამართლემ არჩევანი სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის უნდა გააკეთოს

საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედის, გიული ალასანიას თქმით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, გიორგი არევაძემ დღეს „სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის არჩევანი უნდა გააკეთოს“.

მისივე განცხადებით, დღეს ქართული სასამართლო გამოცდის წინაშეა.

„რაც შეეხება მოლოდინებს, იმედი მაქვს, რომ მოსამართლის გადაწყვეტილება დადებითი იქნება. ის {მიხეილ სააკაშვილი} არაფერს ამბობს, სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება. თუ გამამტყუნებელი გადაწყვეტილება იქნება (ღმერთმა ნუ ჰქნას), ეს იმას ნიშნავს, რომ ყველაფერი პუტინის ინტერესებში იქნება. ამ შემთხვევაში, მიხეილ სააკაშვილი სასიკვდილოდ განწირული იქნება. ახლა გიორგი არევაძე სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის არჩევანს აკეთებს. დღეს ქართული სასამართლო და მთლიანად ქვეყანა გამოცდის წინაშე დგას.

გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში სტრასბურგში საჩივრის შეტანას ვაპირებთ“, - განაცხადა ყოფილი პრეზიდენტის დედამ.

ამასთან, როგორც მან კლინიკა „ვივამედში“ ექსპრეზიდენტის მონახულების შემდეგ აღნიშნა, „ბოლო დღეების განმავლობაში მიხეილ სააკაშვილი ძალიან სუსტად არის“.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის