ალექსი გონჩარენკოს ინფორმაციით, უკრაინის რადამ საქართველოს მიმართა, მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანონ სამკურნალო დაწესებულებაში აშშ-ში ან ევროკავშირში

უკრაინის რადას დეპუტატის ალექსი გონჩარენკოს ინფორმაციით, დღეს უკრაინის პარლამენტმა საქართველოს მიმართა და მოუწოდა, რომ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანონ სამკურნალო დაწესებულებაში ამერიკის შეერთებულ შტატებში ან ევროკავშირში. ამის შესახებ ინფორმაციას გონჩარენკო „ტვიტერზე“ ავრცელებს, სადაც უმაღლესი რადას მიერ დამტკიცებულ დოკუმენტს ავრცელებს.

„უკრაინის პარლამენტმა მიმართა საქართველოს და მოუწოდა, რომ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილი იქნას სამედიცინო დაწესებულებაში ამერიკის შეერთებულ შტატებში ან ევროკავშირში.

უკრაინის პარლამენტმა ასევე მოუწოდა საქართველოს, რომ უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა კომისარს მიეცეს წვდომა მიხეილ სააკაშვილთან.

მას სჭირდება დაუყოვნებლივი მკურნალობა“,- ნათქვამია გონჩარენკოს განცხადებაში.

ამასთან, დღეს რადას საგარეო პოლიტიკისა და საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის კომიტეტმა რეკომენდაცია გაუწია პარლამენტს, მიიღოს დადგენილების პროექტი საქართველოსთვის, ევროპარლამენტისთვის, ევროპული საბჭოსთვის, ევროკომისიისთვის, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეისთვის, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების პარლამენტებისთვის მიმართვის შესახებ, საქართველოს მესამე პრეზიდენტისა და უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის აუცილებლობასთან დაკავშირებით.

ცნობისთვის, უკრაინის უმაღლეს რადაში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანის შესახებ დადგენილების პროექტი 3 თებერვალს დაარეგისტრირეს.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის