„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები სამომავლო გეგმებზე შესათანხმებლად პარტიის ოფისში იკრიბებიან

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები პარტიის ოფისში იკრიბებიან. როგორც ჟურნალისტებს პარტიის ახალმა თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილმა განუცხადა, შეკრებაზე სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მიიღებენ.

"პარტიის ოფისში ველოდები ყველას, ვინც მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერია. სწორედ იქ მივიღებთ სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას", - აღნიშნა ხაბეიშვილმა.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სასჯელისგან არ გაათავისუფლა და არც გადაუვადა.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი არევაძემ გამოაცხადა. აღნიშნულით არევაძემ სააკაშვილის ადვოკატების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის