უკრაინის გენშტაბი - რუსები შეტევას ხუთი მიმართულებით ცდილობენ

რუსი ოკუპანტების ძირითადი ძალისხმევა მიმართულია კუპიანსკის, ლიმანის, ბახმუტის, ავდიივკასა და ნოვოპავლოვსკის მიმართულებებზე შეტევითი ოპერაციების განხორციელებაზე, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იუწყება.

უწყების ცნობით, უკრაინელებმა რუსული ძალების თავდასხმები 10 დასახლებულ პუნქტთან მოიგერიეს.

„უკრაინის თავდაცვის ძალების ნაწილებმა, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მოიგერიეს ოკუპანტების თავდასხმები ლუგანსკის ოლქის ნოვოსელევსკის, კრემენნაიასა და დუბრავას დასახლებებზე და დონეცკის ოლქის ვერხნეკამენსკოეს, ვესელოეს, ზალიზნიანსკოეს, კრასნაია გორას, ბახმუტის, ივანოვსკოესა და პარასკოვიევკას დასახლებებზე“, - აღნიშნულია გენშტაბის ყოველდღიურ ანგარიშში.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის