დავით ნარმანია აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე, დავით ნარმანია აზიის განვითარების ბანკის (ADB) წარმომადგენლებს შეხვდა.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს მწვანე წყალბადის განვითარებისათვის სტრატეგიის შემუშავების, ენერგოდამგროვებელი მოწყობილობების რეგულირების საკითხები, იმსჯელეს ენერგეტიკის სექტორში არსებულ გამოწვევებსა და გადაჭრის გზებზე.

როგორც ნარმანიამ აღნიშნა, საინტერესო და პროდუქტიული იყო შეხვედრა აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლებთან, სადაც განიხილეს ენერგეტიკის სექტორის განვითარების პოტენციალი და არსებული მდგომარეობა.

„დაინტერესება საქართველოს ენერგეტიკის სექტორის მიმართ საკმაოდ მოცულობითია. სემეკი აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა საერთაშორისო, დონორ ორგანიზაციებთან. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მათი ჩართულობა საქართველოს ენერგეტიკის სექტორის განვითარებაში“, - აღნიშნა დავით ნარმანიამ.

სემეკში აზიის განვითარების ბანკთან გამართულ შეხვედრას დავით ნარმანიასთან ერთად კომისიის აპარატის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის