ვლადიმერ ჩაჩიბაია ალექსანდრე რაქვიაშვილს - სიტყვა „მონა“ არის მიუღებელი

ის, რომ დღეს, აქ, ვსხედვართ, თქვენ აქ ხართ, ერთმანეთს უსაფრთხოდ ვეკამათებით, ეს სწორედ იმ 18-19 წლის ბიჭების დამსახურება, რომლებიც დღეს ჩვენი უსაფრთხოების სადარაჯოზე დგანან. თქვენ გამოდიხართ და ამ ადამიანებს უწოდებთ მონებს, ეს არის დაუშვებელი, - ასე მიმართა გენშტაბის ყოფილმა უფროსმა, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ „გირჩის“ წევრს, დეპუტატ ალექსანდრე რაქვიაშვილს საგაზაფხულო სესიის სხდომაზე.

ვლადიმერ ჩაჩიბაია გამოეხმაურა სხდომაზე კოლეგის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომელიც სამხედრო რეფორმას ეხებოდა.

„მინდა გამოვეხმაურო ალექსანდრე რაქვიაშვილის გამონათქვამებს. სიტყვა „მონა“ არის მიუღებელი, ბატონო ალექსანდრე. ამ სიტყვას ჩვენი პარტიის არცერთი წარმომადგენელი და არც თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი არ იყენებს. ეს არის მიუღებელი და თქვენც კატეგორიულად უნდა გაემიჯნოთ ასეთი ტიპის გამონათქვამებს. თუ თქვენ ნამდვილად გაწუხებთ იმ ახალგაზრდა ადამიანების ბედი, პირველ რიგში, უნდა სცემდეთ მათ პატივს. ის რომ დღეს, აქ, ვსხედვართ და თქვენ აქ ხართ, ერთმანეთს უსაფრთხოდ ვეკამათებით და დებატებში ვართ, ეს არის სწორედ იმ ადამიანების, 18-19 წლის ბიჭების დამსახურება, რომლებიც დღეს ჩვენი უსაფრთხოების სადარაჯოზე დგანან. თქვენ გამოდიხართ და ამ ადამიანებს უწოდებთ მონებს, ეს არის დაუშვებელი. ჩემს არცერთ კოლეგას, არც თავდაცვის სამინისტროს არცერთ მაღალჩინოსანს, არცერთ გენერალს, არცერთ ოფიცერს ასეთი სიტყვა არასდროს გამოუყენებია ახალწვეული სამხედროების მიმართ. როგორ შეიძლება თქვენ საუბრობდეთ პროგრესულობაზე, მაშინ, როდესაც სამსახურის ანალოგიური მოდელი გააჩნია ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა ფინეთი, შვედეთი, ნორვეგია, ბალტიის ქვეყნები და რომლებიც ითვლებიან ერთ-ერთ პროგრესულ სახელმწიფოებად მსოფლიოში. თქვენ საუბრობ პროგრესზე, რომელიც, ფაქტობრივად, ბოლომდე ვერ გაგიაზრებიათ, თუ რას ნიშნავს", - განაცხადა ჩაჩიბაიამ.

შეგახსენებთ, პარლამენტის სასესიო სხდომაზე „გირჩის“ წევრმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა, რომ სამხედრო რეფორმით ახლა მთავრობა მონობის უკან დაბრუნებას აპირებს.

„არადა სიტყვიერ დონეზე ხომ ყველა პატრიოტები ვართ. ყველას გვიყვარს ჯარი ყველა პატივს ვცემთ ჯარისკაცს. ჩემი აზრით, ჯარისკაცის პატივისცემა არის ის, რომ მას როგორც თავისუფალ ადამიანს ისე შევხედოთ და არა როგორც მონას. ვკითხოთ, მაგალითად უნდა თუ რა მსახურება თუ უნდა დავაფასოთ მისი შრომა. გადავუხადოთ ხელფასი, რომელიც მათ ყოველდღიურ პრობლემებზე არ ანერვიულებს სანამ ჯარში იქნებიან. მაგრამ ჩვენ თუ ამას არ ვაკეთებთ, ძალით მიგვყავს ადამიანები და 125 ლარს ვუხდით თვეში, მონაა აბა ვინაა?!“ -განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის