გია ცაგარეიშვილი - როცა ჩვენ ოპოზიციას ვუსმენთ, 4 განსაკუთრებული სიტყვა აღიბეჭდება ხოლმე გონებაში - „გადაგივლით“, „დაგამხობთ“, „დაგიჭერთ“, „დაგარბევთ“

როცა ჩვენ ოპოზიციას ვუსმენთ, 4 განსაკუთრებული სიტყვა აღიბეჭდება ხოლმე გონებაში - „გადაგივლით“, „დაგამხობთ“, „დაგიჭერთ“, „დაგარბევთ“. აი, ამ ლექსიკას და მოწოდებებს ვერ გაცდნენ ადამიანები მთელი ამ წლების მანძილზე, რაც ისინი ქართულ პოლიტიკაში არსებობენ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების” წევრმა გია ცაგარეიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, არაფერი ამ ადამიანებს არ ეშველებათ.

„ისევ მუქარა, მუშტის მოღერება, მუდმივი შეურაცხყოფა ოპონენტების და პირველ რიგში საკუთარი ხალხის, მშობელი საზოგადოების. ეს არის ამ ადამიანების ხელწერა და როგორც იტყვიან, კუზიანს სამარე გამოასწორებსო. არაფერი ამ ადამიანებს არ ეშველებათ... აწყობთ ღამის რეიდებს, საზოგადოებას ბრბოს ეძახით, მოსამართლის მცირეწლოვან შვილებს შეურაცხყოფას აყენებთ, ომის გაჩაღება გინდათ, ტანკებით გინდათ გადაუაროთ ქვეყანას და ყველაზე ამაზრზენი ისაა, რომ აქ რევოლუციებს, გადატრიალებებს და ხოცვა-ჟლეტის გაჩაღებას ფიქრობთ. და ვისთან გინდათ ომი და ბრძოლა?! საკუთარ საზოგადოებასთან?! ნაკლები ბრძოლა გაუვლია ამ ქვეყანას?! არ გადაგვხდა ჩვენ თავს ათასი უბედურება ამ 30 წლის მანძილზე, როცა ეს შენობა, პირველი საჯარო სკოლა და მიმდებარე ტერიტორია ცეცხლის ალში იყო გახვეული თქვენნაირების გამო?! დიახ, თქვენნაირების გამო, რომლებმაც ყველაფერს გადააბიჯეს, ნამუსზე ხელი აიღეს და საკუთარ სამშობლოს იარაღი დაუმიზნეს და შიგ გულში ესროდნენ. არ იყო ასე?!“, - აღნიშნა ცაგარეიშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თქმით, ნამდვილად პატივისცემას იმსახურებენ ის ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, რომლებმაც არ მიატოვეს საკუთარი მანდატები.

„ნაცვლად იმისა, რომ აქ, ამ დარბაზში იყოს მუდმივი პაექრობა, დისპუტი, აზრთა ურთიერთგაცვლა-გამოცვლა, ისევ გაიქეცით დარბაზიდან, მიატოვეთ თქვენი მანდატები, თან გამოგყვათ მომყოლი ერთი-ორი პარტია თუ წარმომადგენელი ე.წ ოპოზიციისა და ნამდვილად პატივისცემას იმსახურებენ ის ოპოზიციონერი კოლეგები, რომლებიც ამ ყველაფერს უძლებენ თქვენი გადამკიდე და დღეს აქ, ჩვენთან ერთად მუშაობენ ამ დარბაზში. ეს არის საქმე, ჩემი აზრით, და ასე უნდა იქცეოდეს საღად მოაზროვნე, პატრიოტი თავისი სამშობლოსი და ქვეყნისა და არა ისე უმსგავსოდ და უნამუსოდ, როგორც იქცევით თქვენ და შედეგსაც აუცილებლად მიიღებთ საზოგადოებისგან. მე ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული“, - აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა.

ვაჟა ბერიძე - ახლა საქართველოს გამჭრიახი პოლიტიკური ლიდერი სჭირდება, რომელიც დასავლეთისა და რუსეთის წინააღმდეგობებს საჩვენოდ გამოიყენებს - შეძლებს ასეთი ლიდერის როლის შესრულებას ივანიშვილი? - ვნახოთ
ავთანდილ წულაძე - თუ კამალა ჰარისი გახდა პრეზიდენტი, იგი როგორც აშშ-ს გლობალური ლიდერობის მომხრე, ჩვენს რეგიონში უფრო მკაცრ პოლიტიკას გაატარებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ „საბვეისთან“ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების პირველივე წლის ბოლოს მე-17 რესტორანი გახსნა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში ქართულ ჭიდაობაში შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა
გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33 -კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
Mastercard-მა, მაღალმთიან აჭარაში, მეწარმე ქალებს უმასპინძლა და მათ ელკომერციის შესაძლებლობები გააცნო
კახა ოქრიაშვილი - ბატონი ივანიშვილი 2012 წლიდან მთელ ერს გვატყუებს და რა გასაკვირია, პეტრიაშვილი და ტალახაძეც მოტყუებით ჩაება სიაში?!
.ge დომენი - 3 წელი 60 ლარად
საქართველოს უნივერსიტეტს ლაბორატორიული მედიცინის სარეზიდენტო პროგრამისთვის აკრედიტაცია მიენიჭა