ნიკა ნარსია - გუშინაც გვქონდა აქცია, დღესაც გვაქვს, ხვალაც გვექნება და აქციები იქნება იქამდე, ვიდრე მიხეილ სააკაშვილს არ გაათავისუფლებენ

გუშინაც გვქონდა აქცია, დღესაც გვაქვს, ხვალაც გვექნება და აქციები იქნება იქამდე, ვიდრე მიხეილ სააკაშვილს არ გაათავისუფლებენ, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ნიკა ნარსიამ მთავრობის ადმინისტრაციასთან განაცხადა, სადაც დღეს “ნაციონალური მოძრაობა” მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერ მორიგ საპროტესტო აქციას მართავს.

ნარსიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის შესაძლო სიკვდილი საქართველოს ევროპულ მომავალს ართმევს.

“12 პუნქტში, რომელიც ევროკავშირმა განგვისაზღვრა, წერია, რომ მიხელ სააკაშვილი აუცილებლად უნდა იყოს გათავისუფლებული. ჩვენ დრო არ გვაქვს. “ქართული ოცნება” ნახავს შეცვლილ “ნაციონალურ მოძრაობას”, რომელიც კომფორტს დაურღვევს ყველგან. ქართველ ხალხსაც მიეცემა იმედი, რადგან ჩვენ არ გავჩერდებით, პროტესტი იქნება ყოველდღიური. მოგიწოდებთ, შემოგვიერთდით, ხალხო, რადგან ეს არ არის მხოლოდ “ნაციონალური მოძრაობის" აქცია. ჩვენ თუ მეორედ მოვკლავთ პრეზიდენტს, დავკარგავთ სახელმწიფოებრიობას. უნდა დავდგეთ ერთად, ახლა არ არის განსხვავებების დრო, ახლაა გაერთიანების დრო. თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობაა, რომ იდგეს ქუჩაში და გააპროტესტოს მიხეილ სააკაშვილის დაანონსებული მკვლელობა.

მიხეილ სააკაშვილს ჩვენ არ მოვაკვლევინებთ და საკუთარი სიცოცხლის ფასად, ფიზიკურადაც შევეწინააღმდეგებით ამ რუსულ რეჟიმს”, - განაცხადა ნიკა ნარსიამ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის