საგარეო საქმეთა სამინისტროში თურქეთის რესპუბლიკაში დიასპორის წარმომადგენლებთან ონლაინ რეჟიმში შეხვედრა გაიმართა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ონლაინ ფორმატში გაიმართა შეხვედრა თურქეთის რესპუბლიკაში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან. ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა თურქეთის რესპუბლიკაში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად შექმნილი ვითარებისა და საქართველოს მოქალაქეთა, ასევე დიასპორის წარმომადგენელთა მდგომარეობის გაცნობა და მათი საჭიროებების იდენტიფიცირება.

„სამინისტრომ და საელჩომ თურქეთის რესპუბლიკაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მიაწოდა ინფორმაცია მიწისძვრის შემდგომ საელჩოს მუშაობის სპეციფიკისა და გაწეული საქმიანობის შესახებ და, შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, კიდევ ერთხელ მოუწოდა მათ საელჩოსთან მჭიდრო კოორდინაციისკენ, მათ შორის, საქართველოს მოქალაქეების ადგილსამყოფლის, მათი მდგომარეობისა და საჭიროებების დადგენის მიზნით.

თავის მხრივ, თურქეთში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლებმა საგარეო საქმეთა სამინისტროსა და თურქეთში საქართველოს საელჩოს მადლობა გადაუხადეს გაწეული დახმარებისთვის და აღნიშნეს, რომ საგარეო უწყება და საელჩო, კომპეტენციის ფარგლებში, ყველაფერს აკეთებენ საქართველოს მოქალაქეების დასახმარებლად. ისტორიული დიასპორის წარმომადგენლებმა აღნიშნეს საქართველოს მთავრობის მიერ თურქეთის რესპუბლიკისთვის გაწეული დახმარების განსაკუთრებული მნიშვნელობა, რაც ამ მძიმე წუთებში სოლიდარობისა და მეგობრობის გამოხატულებაა.

დიასპორის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაში მონაწილეობდნენ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ კონსტანტინიდი, თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი გიორგი ჯანჯღავა და თურქეთში მცხოვრები თანამემამულეები, მათ შორის, ისტორიული დიასპორის, „ჩვენებურების", წარმომადგენლები.

როგორც ცნობილია, თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო მუშაობის საგანგებო რეჟიმზეა გადასული და განაგრძობს კომპეტენციის ფარგლებში სტიქიის ზონაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დახმარებას, რისთვისაც მუდმივ კავშირზეა თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების ცენტრთან“,-აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის