ნიკო თათულაშვილმა გაერო-ში „ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კონვენციის შესრულების თაობაზე საქართველოს მე-6 პერიოდული ანგარიშის განხილვაში მონაწილე უწყებათაშორის დელეგაციას უხელმძღვანელა

ჟენევაში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ოფისში, ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტმა, 84-ე სესიის ფარგლებში, „ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კონვენციის შესრულების თაობაზე, საქართველოს მე-6 პერიოდული ანგარიში განიხილა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, განხილვაში მონაწილე უწყებათაშორის დელეგაციას პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში ნიკო თათულაშვილი ხელმძღვანელობდა.

„სხდომის დასაწყისში, დელეგაციის ხელმძღვანელმა წარადგინა ინფორმაცია კონვენციასთან დაახლოების მიზნით ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ეროვნული მექანიზმების, არსებული სერვისების და გენდერული თანასწორობის მიმართულებით სახელმწიფოს მიერ ბოლო წლებში განხორციელებული ღონისძიებების შესახებ.

განხილვა დიალოგის რეჟიმში წარიმართა. სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებისგან შემდგარმა საქართველოს დელეგაციამ კომიტეტს ინფორმაცია მიაწოდა კონვენციის იმპლემენტაციასთან დაკავშირებით დასმულ კითხვებზე, რაც საკითხთა ფართო სპექტრს მოიცავდა.

აღსანიშნავია, რომ ალტერნატიული ანგარიშები წარდგენილ იქნა საქართველოს სახალხო დამცველისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან.

კომიტეტის წევრებმა მადლობა გადაუხადეს საქართველოს დელეგაციას ღიაობისა და ჩართულობისათვის, ასევე კონსტრუქციული და პროდუქტიული დიალოგისათვის. დადებითად შეფასდა ქვეყნის მიერ განხორციელებული რეფორმები.

ამასთან, აღინიშნა, რომ მიღებული ინფორმაციის საფუძველზე კომიტეტი იმსჯელებს იმ საკითხებზე, რომელიც შესაძლოა საჭიროებდეს გაუმჯობესებას. „ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის“ საერთაშორისო კონვენციის შესაბამისად სახელმწიფოს მე-6 პერიოდული ანგარიში აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლების ჩართულობით მომზადდა და კომიტეტს 2020 წლის 23 ნოემბერს წარედგინა.

განხილვის შედეგად, კომიტეტი მიიღებს დასკვნით მოსაზრებებს, რომელშიც მოცემული იქნება რეკომენდაციები მომავალში განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ. აღნიშნული რეკომენდაციები აისახება შესაბამის ეროვნულ სამოქმედო გეგმებში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა