ნიკოლოზ ხატიაშვილი - კვლავ დადასტურდა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან საქართველოს ურყევი მხარდაჭერა თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებით და  ჩვენი ქვეყნის, როგორც რეგიონში მთავარი მოკავშირის სტატუსი

კვლავ დადასტურდა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან საქართველოს ურყევი მხარდაჭერა თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებით და ჩვენი ქვეყნის, როგორც რეგიონში მთავარი მოკავშირის სტატუსი, - ასე აფასებს ანალიტიკური ცენტრი „ჯეოქეისის“ საგარეო პოლიტიკის მკვლევარი და საერთაშორისო მდივანი ნიკოლოზ ხატიაშვილი აშშ-ს თავდაცვის მდივნის მიერ გაკეთებულ საქართველოს მხარდამჭერ განცხადებას.

როგორც ხატიაშვილი აღნიშნავს, დღეს, როგორც არასდროს საქართველოს აშშ-სთან თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში სტრატეგიული თანამშრომლობის გაძლიერება ესაჭიროება, რადგან, მისივე შეფასებით, არაპროგნოზირებადი საერთაშორისო გარემო და ახალი გამოწვევები მაქსიმალურ ადაპტაციას და მოქნილობას, ასევე, თავდაცვის შესაძლებლობის გაძლიერებას მოითხოვენ.

„მიმდინარე გეოპოლიტიკური ცვლილებების ფონზე, აშშ-ს თავდაცვის მდივნისგან უაღრესად მნიშვნელოვანი გზავნილები მოვისმინეთ. კვლავ დადასტურდა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან საქართველოს ურყევი მხარდაჭერა თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებით და ჩვენი ქვეყნის, როგორც რეგიონში მთავარი მოკავშირის, სტატუსი. დღეს, როგორც არასდროს საქართველოს ესაჭიროება აშშ-სთან თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში სტრატეგიული თანამშრომლობის გაძლიერება, რადგან არაპროგნოზირებადი საერთაშორისო გარემო და ახალი გამოწვევები მოითხოვენ მაქსიმალურ ადაპტაციას და მოქნილობას, ასევე, თავდაცვის შესაძლებლობის გაძლიერებას. სწორედ ამ პროცესში, აშშ-ს აქვს პოტენციალი, რომ კიდევ უფრო გააძლიეროს საქართველო და აღმოუჩინოს მეტი დახმარება ამოცანების შესრულებაში. განსაკუთრებული როლი ენიჭება ამერიკელ პარტნიორებთან შავი ზღვის უსაფრთხოების მიმართულებით თანამშრომლობას, რადგან აშშ-ს ჩართულობის გაზრდა უზრუნველყოფს შავი ზღვის რეგიონის სტაბილურობისა და უსაფრთხოების ხელშეწყობას, ასევე არსებული საფრთხეების მიმართ რეგიონის ქვეყნების მედეგობის განმტკიცებას. ამ პროცესის წარმატებით წარმართვისთვის საჭირო იქნება აშშ-ს მხრიდან შავი ზღვის უსაფრთხოების სტრატეგიის შემუშავება, სადაც დიდი როლი მიენიჭება საქართველოსაც”, - განაცხადა ნიკოლოზ ხატიაშვილმა.

ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა საქართველოს თავდაცვის მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს უმასპინძლა. პენტაგონის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ლოიდ ოსტინმა საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების პარტნიორობას, თავდაცვის სფეროში ორმხრივ ურთიერთობებსა და გლობალურ უსაფრთხოებაში საქართველოს მიერ შეტანილ წვლილს გაუსვა ხაზი. როგორც მან აღნიშნა, აშშ-ს მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა კვლავაც გაგრძელდება.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს