ხათუნა ბურკაძე - პენტაგონის მიერ საქართველოს უსაფრთხოებისათვის 33 მილიონი დოლარის გამოყოფის ინიცირება კვლავ ცხადყოფს, რომ აშშ საქართველოს სტრატეგიული მოკავშირეა

„ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის მიერ საქართველოს უსაფრთხოებისათვის 33 მილიონი დოლარის გამოყოფის ინიცირება კვლავ ცხადყოფს, რომ აშშ თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში საქართველოს არა მხოლოდ პარტნიორი, არამედ სტრატეგიული მოკავშირეა, - ამის შესახებ ანალიტიკური ცენტრის „ჯეოქეისის“ საგარეო პოლიტიკის მიმართულების ხელმძღვანელმა, პროფესორმა ხათუნა ბურკაძემ საქართველოს თავდაცვის მინისტრის ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.

ბურკაძის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის განცხადება კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ამერიკის შეერთებული შტატებისათვის მნიშვნელოვანია, დაეხმაროს საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებაში, განსაკუთრებით რუსეთის ფედერაციიდან მომდინარე მზარდი აგრესიის ფონზე.

„ამერიკის შეერთებული შტატების მიერ მიღებული გადაწყვეტილება საქართველოსათვის სამხედრო დახმარების გაზრდის შესახებ ხელს შეუწყობს საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივის განხორციელებას, რომლის მიზანია საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცება, თავდაცვის ძალების ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სტანდარტებთან კიდევ მეტად დაახლოება და შეკავების პოლიტიკის ეფექტიანად განხორციელება, რაც გულისხმობს საფრთხეების თავიდან აცილების შესაძლებლობების განვითარებას,“ - განაცხადა ხათუნა ბურკაძემ.

მისივე თქმით, აშშ-ს თავდაცვის მდივანმა ურყევი მხარდაჭერა გამოხატა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელშეუხებლობისადმი. ასევე, მან საქართველოს მიერ გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში შეტანილ წვლილზე განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა.

„საქართველოსთან დაკავშირებით რისკის მიხედვით შეფასებული გადახდის გრაფიკის დამტკიცებით კი ქვეყანა შეძლებს სასიცოცხლო მნიშვნელობის სამხედრო შესაძლებლობები უფრო მარტივად მოითხოვოს და შეიძინოს. რეგიონში არსებული ურთულესი გამოწვევების ფონზე, აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს,“- დასძინა ხათუნა ბურკაძემ.

ინფორმაციას ანალიტიკური ცენტრი „ჯეოქეისი“ ავრცელებს.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის