დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი - უკრაინაში ომში რუსეთის არმიის 97%-ია ჩართული

უკრაინაში ომში რუსეთის არმიის 97% არის ჩართული, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ბენ უოლესმა BBC Radio 4-თან საუბარში განაცხადა.

მოსკოვის შეტევითი სტრატეგიის კომენტარებისას, უოლესმა აღნიშნა, რომ რუსეთმა ერთიანი ძალის შექმნა ვერ შეძლო, რათა უკრაინის დაცვა „გაერღვია“ და „ჩვენ ვხედავდით ძალისხმევას, რომლებიც წინ წაწევისკენ იყო მიმართული“.

„ეს უდიდეს ფასად დაუჯდა რუსეთის არმიას. ჩვენი შეფასებებით, რუსეთის არმიის 97%, მთელი რუსეთის არმიის, უკრაინაში იმყოფება“, - აღნიშნა უოლესმა.

მისი თქმით, რუსეთის დასამარცხებლად უკრაინის დახმარებით დასავლეთი საკუთარ უსაფრთხოებას აძლიერებს.

„თუ რუსეთის არმიის 97% ახლა უკრაინაში იმყოფება, პირადი შემადგენლობის ძალიან, ძალიან დიდი გადინებით, პოტენციალურად მათი ბრძოლისუნარიანობა 40%-ით არის შემცირებული, ხოლო ტანკების ორი მესამედი განადგურებული ან დაზიანებულია, ამას პირდაპირი გავლენა აქვს ევროპის უსაფრთხოებაზე”, - აღნიშნა უოლესმა.

მისი თქმით, რუსეთი წინ წაწევას პირველი მსოფლიო ომის დონეზე ცდილობს, იგივე დონის დანაკარგებით და წარმატების მაჩვენებლებით, რომლებიც “მეტრებით და არა კილომეტრებით განისაზღვრება”.

კორნელი კაკაჩია  - იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება არ გაითვალისწინებს „მოსკოვის მექანიზმის“  რეკომენდაციებს,  უფრო გართულდება არსებული განგრძობადი პოლიტიკური კრიზისის მართვა და ქვეყანაში სტაბილურობის მიღწევა
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
FRESH GROUP: პორტატული ინფრასტრუქტურა
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს - სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად
საწვავის გაძვირების ფონზე, „სოკარში“ პროდუქტის ღირებულება ყველაზე ნაკლებად გაიზარდა
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა