გიორგი ვაშაძე, ელენე ხოშტარია და ზურა ჯაფარიძე, 24 თებერვლის სოლიდარობის აქციის ინიციატორებთან ერთად, უკრაინის საელჩოში შეხვედრას მართავენ

გიორგი ვაშაძის, ელენე ხოშტარიას და ზურა ჯაფარიძის შეხვედრა 24 თებერვლის სოლიდარობის აქციის ინიციატორებთან ერთად უკრაინის საელჩოში დაიწყო.

როგორც გიორგი ვაშაძემ შეხვედრის დაწყებამდე განმარტა, ისინი ანდრეი კასიანოვთან ერთად განიხილავენ იმას, თუ რა ფორმით აპირებენ 24 თებერვლის აქციის გამართვას.

ვაშაძის თქმით, ის უკრაინაში მიმდინარე ომისას ტყვედ ჩავარდნილი საქართველოს მოქალაქეების საკითხსაც დააყენებს.

„24 თებერვლის საინიციატივო ჯგუფის სახელით ვხვდებით. გავაცნობთ რას ვაპირებთ უკრაინის სოლიდარობის აქციაზე 24 თებერვალს და მოვისმენთ მის აზრებს. ამაზე გვექნება ძირითადად საუბარი. თუმცა ასევე არის სხვა საკითხები - ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები არიან ტყვედ ჩავარდნილები და მე ამ საკითხსაც დავსვამ ამ შეხვედრაზე. ჩემი კონტაქტებით ვმუშაობთ უკრაინაში რომ გამოვიხსნათ ტყვეობიდან და აქაც შევეცდები, რომ კიდევ ერთხელ დავსვა ეს საკითხი“,- განაცხადა ვაშაძემ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის