ბანკი ~რესპუბლიკა~ ფილიალების ქსელის გაფართოებას კვლავ განაგრძობს.
;როგორც ~ინტერპრესნიუსს~ ~რესპუბლიკადან~ აცნობეს, ბანკი ამჯერად ახალ ფილიალს დიღმის მასივის პირველ კვარტალში გახსნის, რომელიც დიღმის მცხოვრებლებს მათ სურვილებზე და შესაძლებლობებზე მორგებულ მომსახურებას შესთავაზებს.
ფილიალის გახსნას ბანკ `რესპუბლიკის~ ხელმძღვანელი პირები, ახალი და არსებული ფილიალების მომხმარებლები და მოწვეული სტუმრები დაესწრებიან. ცერემონიაზე სიტყვით გამოვა ბანკ `რესპუბლიკის~ გენერალური დირექტორი; ჟილბერ ი, რომელიც ბანკის სამომავლო გეგმებზე, ქსელის განვითარებასა და ბანკის სტრატეგიაზე ისაუბრებს.
ბანკი ~რესპუბლიკის~ სტრატეგია - ფილიალების ქსელის საქართველოს მასშტაბით გაფართოების მიმართულებით შეუფერხებლად გრძელდება. იგი თვეში ერთხელ ახალი ფილიალის გახსნას ითვალისწინებს.
~მიუხედავად ქვეყანაში არსებული კრიზისისა და აგვისტოს მოვლენებისა, ბანკი აქტიურად აგრძელებს ქსელის გაფართოებას. დასავლური სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილი დიღმის ახალი ფილიალი, თავისი ინოვაციური და დახვეწილი საბანკო მომსახურებით, მიმზიდველი და კომფორტული იქნება მომხმარებლისთვის~, - აცხადებენ ბანკ ~რესპუბლიკაში~.