იენს სტოლტენბერგი - პუტინს სხვა ევროპა სურს, ევროპა, სადაც მას მეზობლების კონტროლი შეუძლია - გრძელი გზისთვის უნდა ვიყოთ მზად

რუსეთისა და დასავლეთის დაპირისპირების ახალი ეპოქა შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს და უცბად დასრულდეს. ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა AFP-სთან ინტერვიუში განაცხადა.

“პრეზიდენტ პუტინს სხვა ევროპა სურს, სურს ევროპა, სადაც მას მეზობლების კონტროლი შეუძლია, სადაც მას შეუძლია გადაწყვიტოს ქვეყნებს რისი გაკეთება შეუძლიათ. გრძელი გზისთვის უნდა ვიყოთ მზად, ეს შეიძლება ბევრი, ბევრი, ბევრი, ბევრი წელი გაგრძელდეს”, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთსა და დასავლეთს შორის ურთიერთობებში ცვლილებები შესაძლოა მოულოდნელად მოხდეს, ამიტომ რთულია პროგნოზირება რამდენ ხანს გაგრძელდება დაპირისპირება.

“ჩვენ ვნახეთ ბერლინის კედლის დაცემა და ჩვენ ვნახეთ 11 სექტემბერი… ნატო ყოველთვის ეძებს შესაძლებლობას აღმოჩნდეს ვითარებაში, როდესაც უკეთესი ურთიერთობებისთვის არის ადგილი, მაგრამ რუსული რეჟიმის, მოსკოვში მყოფი რეჟიმის ამჟამინდელი საქციელით ეს შეუძლებელია”, - თქვა სტოლტენბერგმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია