ქართველი სნოუბორდერი - ყველაფერს გავაკეთებ, რომ საუკეთესო 32 სპორტსმენში შევიდე

ყველაფერს გავაკეთებ, რომ საუკეთესო 32 სპორტსმენში შევიდე, - ამის შესახებ ქართველმა სნოუბორდერმა, რევაზ ნაზღაიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომელიც პარალელური გიგანტური სლალომის დისციპლინაში მონაწილეობს.

მისივე თქმით, მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობა არამარტო ბაკურიანის, არამედ საქართველოს წარმატებაა.

„კარგად ვარ მომზადებული, მსოფლიო და ევროპის თასებზე ვიასპარეზე, ჩემი შედეგით კმაყოფილი ვარ. ყველაფერს გავაკეთებ, რომ საუკეთესო 32 სპორტსმენში შევიდე. რაც შეეხება კონკურენტებს, რა თქმა უნდა, ყველაზე ძლიერი სპორტსმენები ჩამოდიან და უნდა შეეცადო, რომ მაქსიმალური გააკეთო. უმნიშვნელოვანესი მოვლენაა, რომ აქ ვიმყოფებით და მსოფლიო ჩემპიონატს ვმასპინძლობთ. ეს არის არა მარტო ბაკურიანის, არამედ, საქართველოს წარმატება. ვულოცავ საქართველოს!"- აღნიშნა ნაზღაიძემ.

შეგახსენებთ, რომ 5 მარტამდე, ბაკურიანი ფრისტაილის სნოუბორდისა და ფრისკის მსოფლიო ჩემპიონატს მასპინძლობს. მთავარი ლოკაციები დიდველისა და კოხტას მთებია, სწორედ აქ შეიკრიბება ასობით ათლეტი 42 ქვეყნიდან, 7 სახეობაში საასპარეზოდ. მათ შორის იასპარეზებენ ქართველი ათლეტები სქი ქროსის და ფრისტაილის კატეგორიაში.

მსოფლიო ჩემპიონატი საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, მთის ტრასების სააგენტოსა და სათხილამურო ფედერაციის ორგანიზებით ტარდება.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის