შარლ მიშელი - ჩვენ გვჭირდება მეტი პოლიტიკური დიალოგი - ახლა არის დრო საერთაშორისო საზოგადოებისთვის ახალი დამფუძნებელი შეთანხმების შესაქმნელად

ჩვენ გვჭირდება მეტი პოლიტიკური დიალოგი. ახლა არის დრო საერთაშორისო საზოგადოებისთვის ახალი დამფუძნებელი შეთანხმების შესაქმნელად, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა მიუნხენში უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა.

„დღესდღეობით მსოფლიოს ყველაზე დიდ გამოწვევებს შორისაა ეკონომიკური კრიზისი, კლიმატის ცვლილება და კორონავირუსის პანდემია, რომელიც რამდენიმე წლის წინ ძალიან აქტუალური იყო და თანამედროვე სამყაროს სიძლიერეები და სისუსტეები აშკარად დაგვანახა. განსაკუთრებულად უნდა გამოიყოს უკრაინის ომი, რომელიც თითქმის ერთი წლის წინ დაიწყო. ეს გამოწვევები საერთაშორისო საზოგადოების ერთიანობას მოითხოვს, როგორც არასდროს. ჩვენ გვჭირდება მეტი პოლიტიკური დიალოგი და ახლა არის დრო საერთაშორისო საზოგადოებისთვის ახალი დამფუძნებელი შეთანხმების შესაქმნელად", - განაცხადა მიშელმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია