ნატო, ევროკავშირი და უკრაინა სამმხრივ შეხვედრას პირველად გამართავენ

ნატო, ევროკავშირი და უკრაინა სამმხრივ შეხვედრას პირველად გამართავენ. ინფორმაციას ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელი და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ერთმანეთს 21 თებერვალს ბრიუსელში შეხვდებიან.

შეხვედრა ნატოს შტაბ-ბინაში არის დაგეგმილი, რის შემდეგაც პრესკონფერენცია გაიმართება.

“ველი იენს სტოლტენბერგთან და ჯოზეფ ბორელთან შეხვედრას, რათა გავაძლიეროთ ჩვენი პარტნიორობა და თანამშრომლობა უკრაინის და ევროპის დაცვისთვის”, - განაცხადა კულებამ.

ცნობისთვის, 20 თებერვალს საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე ევროკავშირის საბჭოს სხდომის გახსნამდე კულება ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო უწყებების ხელმძღვანელებს შეხვდება. ამის შემდეგ ევროპელი მინისტრები ცალკე მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრს ნიკუ პოპესკუს შეხვდებიან.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია