პრემიერ-მინისტრი მიუნხენის კონფერენციის გახსნის სესიას დაესწრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მსოფლიო ლიდერებთან ერთად, მონაწილეობს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში. მთავრობის მეთაური მიუნხენის 59-ე უსაფრთხოების კონფერენციის გახსნას დელეგაციასთან ერთად დაესწრო. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, მიუნხენის უსაფრთხოების 59-ე კონფერენცია კონფერენციის თავმჯდომარემ კრისტოფ ჰოისგენმა გახსნა. გახსნის ცერემონიალზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერმა ოლაფ შოლცმა, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა და უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილია პრემიერ-მინისტრის მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრები როგორც პოლიტიკურ დონეზე, ისე ბიზნესწრეების წარმომადგენლებსა და უმსხვილესი კომპანიების პირველ პირებთან.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია