კურტ ვოლკერი - საქართველოში გვესმის ბრალდებები, რომ ამერიკა საქართველოს ომში ჩათრევას ცდილობს, რაც ნონსენსია

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი ნატოში და უკრაინის საკითხებში შეერთებული შტატების სპეციალური წარმომადგენელი კურტ ვოლკერი აცხადებს, რომ როცა უკრაინა გაიმარჯვებს და ომიდან სუვერენულ, დამოუკიდებელ, ევროპული დემოკრატიის ქვეყნად გამოვა, „საქართველოს არ უნდა სურდეს, რომ ამ პროცესს ჩამორჩეს“. ამის შესახებ მან „ამერიკის ხმის“ ქართული რედაქციისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა და აღნიშნა, რომ „საქართველო უნდა იყოს იმ მოძრაობის თითოეული ნაბიჯის ნაწილი, რომლის მიზანიც უსაფრთხო და დემოკრატიული ევროპაა“.

მისივე თქმით, რაც მოლდოვაში ხდება, მნიშვნელოვანია საქართველოსთვისაც, რადგან ეს რუსეთის ზრახვებზე მიგვანიშნებს.

„ყველა ეს მოვლენა ერთმანეთს უკავშირდება. იქნება ეს რუსეთის სრულმასშტაბიანი ომი უკრაინის წინააღმდეგ, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ნაწილების ოკუპაცია, თუ ახლა ეს ძალისხმევა იმისა, რომ კიშინიოვში მთავრობა შეიცვალოს, ამ ყველაფრის უკან რუსეთი დგას. რუსეთი ცდილობს, რომ გავლენის სფეროები გამოაცხადოს და მთელ რეგიონში დომინირება მოახდინოს“, - აღნიშნა კურტ ვოლკერმა.

მისივე განცხადებით, მაშინაც კი, როცა საქართველოში ამერიკას ომში ჩათრევის მცდელობაში ადანაშაულებენ, დასავლელი ლიდერები საქართველოსა და მოლდოვის მსგავს ქვეყნებს უნდა დაეხმარონ, რომ მათ რუსულ აგრესიასთან გამკლავება შეძლონ.

„საქართველოში გვესმის ბრალდებები, რომ ამერიკა საქართველოს ომში ჩათრევას ცდილობს, რაც ნონსენსია. არავინ ცდილობს ამას, მაგრამ ვფიქრობ, ყველამ უნდა ვაღიაროთ, რომ რუსეთი ძალიან საშიშ და მავნე როლს თამაშობს მთელი რეგიონის მიმართ და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ყველა ამ ქვეყანას მხარი დავუჭიროთ რუსული აგრესიის სხვადასხვა ტიპისადმი წინააღმდეგობის გაწევაში“, - განაცხადა ვოლკერმა.

13 თებერვალს მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ, რუსეთი მოლდოვის მთავრობის დამხობის მიზნით, გადატრიალების დაგეგმვაში დაადანაშაულა. ამ გეგმაში კი მისი თქმით, მონაწილეობას რუსეთის, მონტენეგროს, ბელარუსისა და სერბეთის მოქალაქეები იღებდნენ. სანდუს განმარტებით, რუსეთის გეგმის მიზანი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ხელის შეშლა და მისი სტრატეგიული მდებარეობის უკრაინის წინააღმდეგ ომში გამოყენება იყო.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის