ევროპის საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტი მიუნხენში, უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან გამართულ შეხვედრას „ტვიტერში“ ეხმაურება

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან გამართულ შეხვედრას ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) პრეზიდენტი ვერნერ ჰოიერი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება.

„ევროპის საინვესტიციო ბანკი მოუთმენლად ელის საქართველოსთან ეფექტიან თანამშრომლობას. პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან განვიხილე თანამშრომლობა დაკავშირებადობის, ციფრული ეკონომიკის, განახლებადი ენერგომატარებლებისა და კერძო სექტორის განვითარების მიმართულებით,“- აღნიშნულია „ტვიტში“.

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპის საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტს ვერნერ ჰოიერს მიუნხენში, უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში შეხვდა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია