მთავრობის ადმინისტრაციასთან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მხარდამჭერები აქციას მართავენ

მთავრობის ადმინისტრაციასთან "ნაციონალური მოძრაობის" წევრები და მათი მხარდამჭერები ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნით აქციას მართავენ.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის ალიკა კუპრავას თქმით, აქციები გაგრძელდება, ვიდრე მიხეილ სააკაშვილი არ გათავისუფლდება.

"არესტოვიჩისა და ფეიგინის დაანონსებულია დღევანდელი აქცია. აქცია თბილისისა და ბათუმის გარდა, მსოფლიოს 17 ქვეყანაში ტარდება. აქციის მიზანი და მთავარი მოთხოვნა არის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება და ჰუმანიტარული მიზნით, საზღვარგარეთ კლინიკაში გადაყვანა, სადაც უზრუნველყოფილი იქნება მისი ჯანმრთელობა და სიცოცხლე. "ვივამედი" ვერ უზრუნველყოფს მის ჯანმრთელობას და დღეს გახდა ცნობილი, რომ მისი წონის კლება შეუქცევადად მიმდინარეობს. აქციები გაგრძელდება, ვიდრე მიზანი არ იქნება მიღწეული. შეუძლებელია იმ სამარცხვინო შეცდომას ვიმეორებდეთ, რაც 90-იან წლებში დავუშვით და მოვკალით დამოუკიდებლობის მომპოვებელი პრეზიდენტი. პრეზიდენტ სააკაშვილის სიცოცხლეს აქვს განსაკუთრებული წონა და ფასი, რადგან ის ქვეყნის პირველი პირი იყო და ოდესღაც ის ქართველი ხალხის რჩეული იყო და ასევე, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება არის წინაპირობა ჩვენს ევროპულ გზაზე. თუ მიხეილ სააკაშვილს არ გაათავისუფლებს საქართველოს ხელისუფლება, ან თუ ჩვენ არ ვაიძულებთ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას, რომ გადაიყვანოს უცხოურ კლინიკაში, მაშინ ჩვენთვის ევროპული კარი დაიხურება და მოვწყდებით ისტორიულ არჩევანს", - განაცხადა ალიკა კუპრავამ.

აქციის მონაწილეებს ადგილზე მიტანილი აქვთ ბანერები და დროშები წარწერით "თავისუფლება მიშას".

ასევე, ადგილზე მობილიზებულია დიდი რაოდენობით პოლიცია. პოლიციამ კანცელარიის ტერიტორია ჯებირებით შემოსაზღვრა.

ნატალი საბანაძე - ევროკავშირის გაფართოების საკითხი 15 დეკემბერს რომ ჩავარდეს, პუტინისთვის გადასარევი საახალწლო საჩუქარი იქნება - რთული სათქმელია, ორბანი პირდაპირ იღებს თუ არა დაკვეთებს, მაგრამ ფაქტია, რომ რუსეთთან რაღაც ინტერესების თანხვედრაა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.12.2023
კახა გოგოლაშვილი - გალის კონფლიქტების პრევენციის ფორმატი რუსეთს აფხაზეთსა და საქართველოს შორის სახმელეთო სატრანზიტო კორიდორის აღდგენისა და საქართველოსა და რუსეთს შორის ვაჭრობის გაზრდისთვის სჭირდება
თორნიკე კორძაია - „ლიბერთის“ მთავარი ძალა ჩვენიანებშია!
„ვისოლ ჯგუფმა“ დღეს ერთდროულად „საბვეის“ კიდევ 3 რესტორანი გახსნა
„ევექსის“ ბავშვთა ნეიროგანვითარების ცენტრი „კარავი“ გაიხსნა
ტექტო ჯგუფი: ISO სერტიფიკატის მფლობელი სამშენებლო კომპანია
ზუმერმა Trade-In წარადგინა