ბაჩო დოლიძე - ზახაროვამ ხუთიანი დაუწერა ხელისუფლებას, რომ ზუსტად იმას აკეთებენ, რასაც კრემლი ითხოვს - ჩვენი მოქალაქეების გადასაწყვეტია ზახაროვას მოსაწონი უნდა ვიყოთ, თუ ცივილური სამყაროს წევრები

ბიძინა ივანიშვილისთვის ნამდვილად ოქროს სიტყვებია, რაც ქალბატონი ზახაროვას მხრიდან მოისმინა. ასეთი შექება მას, ალბათ, დიდი ხანია არ დაუმსახურებია და ესეც აუხდა - ახლა, ჩვენი მოქალაქეების გადასაწყვეტია ან ზახაროვას მოსაწონი უნდა ვიყოთ, ან ცივილური სამყაროს წევრები უნდა გავხდეთ , - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ბაჩო დოლიძემ განაცხადა, როდესაც გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის მარია ზახაროვას განცხადებას.

როგორც დოლიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, ზახაროვამ საქართველოს ხელისუფლებას „ხუთიანი დაუწერა“.

„ფაქტობრივად, ხუთიანი დაუწერა ჩვენს ხელისუფლებას და აღნიშნა, რომ ზუსტად იმას აკეთებენ, რასაც მათი მხრიდან ითხოვს კრემლი. ანუ ამ რიტორიკას აგრძელებს ზახაროვა. პირდაპირ ისაუბრეს იმაზე, რომ ანალოგიურ ბედს გაიზიარებს აბსოლუტურად ყველა, ვინც ცივილურ სამყაროსთან კომუნიკაციაში ჩაერთვება.

დამერწმუნეთ, ამ ყველაფერს ძალიან გაგებით შეხვდება „ქართული ოცნების“ ზოგიერთი წარმომადგენელი. რა თქმა უნდა, მათი უფროსისთვის, ბიძინა ივანიშვილისთვის ეს ნამდვილად ოქროს სიტყვებია, რაც მოისმინა ქალბატონი ზახაროვას მხრიდან. ასეთი შექება მას, ალბათ, დიდი ხანია არ დაუმსახურებია და ესეც აუხდა. დღეს, პირდაპირ, ქალბატონმა ზახაროვამ მოუწონა ის პოლიტიკური სვლები, რასაც ახორციელებს. ასე რომ, ახლა, ჩვენი მოქალაქეების გადასაწყვეტია ან ზახაროვას მოსაწონი უნდა ვიყოთ, ან ცივილური სამყაროს წევრები უნდა გავხდეთ. საბოლოო ჯამში ჩვენი გადასაწყვეტია, რა ვექტორს და მომავალს ავირჩევთ და რა მომავალს ავურჩევთ ჩვენს შვილებს“, - აცხადებს ბაჩო დოლიძე.

ცნობისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა კიევში აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ვიზიტს გამოეხმაურა და რწმენა გამოთქვა, რომ უკრაინის ლიდერს ვოლოდიმირ ზელენსკის საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ბედი ემუქრება.

„სააკაშვილის, გუაიდოს ბედი ელის ყველა მათ, ვინც სიცოცხლე მიჰყიდა ამერიკელებს: საკუთარი ხალხის მიერ დაწყევლილი, უსარგებლოები, იძულებული არიან ამერიკაში ნაშოვნი ფული გულუხვად დახარჯონ ამერიკელ იურისტებზე საკუთარი ქვეყნების ღალატისთვის.

თუ გავითვალისწინებთ ბაიდენის დღევანდელ კადრებს კიევიდან ზელენსკისთან ერთად, არ დაივიწყოთ ყველა წინა ამერიკული პროექტის ბედი“, - აცხადებს ზახაროვა.

სერგი კაპანაძე - კონფლიქტების თემებზე ჩვენს საზოგადოებაში უნდა არსებობდეს ფართო კონსენსუსი და დიალოგის დაწყებამდე ჩვენ თავად უნდა გვქონდეს განსაზღვრული, რისი მიღწევა გვსურს დიალოგის შედეგად
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2023
ნაზილბე BDO Digital-თან პარტნიორობით მერჩანდაიზინგის თანამედროვე სისტემას ABM Shelf-ს ნერგავს
„სმარტ კაპიტალ ჯგუფის“ ფონდების მხარდაჭერით ნოდარ დუმბაძის საიუბილეო წიგნები გამოიცა
რივერ პარკი - Index | Wealth Management-ის ახალი პროექტი
სილქნეტი - საქველმოქმედო გალა-ვახშამი და „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ ანგარიში
თბილისში „ქეი-ეფ-სი“-ს მე-15 რესტორანი  გაიხსნა
ახალი წლის მოლოდინი და 2024 წლის ტენდენციები