კახა კალაძე უკრაინასთან ურთიერთობაზე - მეგობრობა და პარტნიორობა ცალმხრივი ვერ იქნება, ის ორმხრივი უნდა იყოს

რაც შეეხება უკრაინასთან ურთიერთობას, მეგობრობა და პარტნიორობა ცალმხრივი ვერ იქნება, ის ორმხრივი უნდა იყოს, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, უკრაინის ქმედებას, მაგალითად, ქვეყნიდან ელჩის გაწვევასთან დაკავშირებით, მათი მხრიდან არანაირი განმარტება არ მოჰყოლია.

„ჩემი პოზიცია ძალიან მარტივია. ძალიან ბევრჯერ მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ უკრაინასა და უკრაინელ ხალხს მინდა მშვიდობა ვუსურვო. უბედურებაა ის, რაც უკრაინაში ხდება. სამწუხაროდ, ჩვენ ომი გამოვლილი გვაქვს, საკუთარ თავზე გვაქვს გამოცდილი. როგორც ჩვენთვის, ასევე უკრაინისთვის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა ძალიან მნიშვნელოვანია.

რაც შეეხება უკრაინასთან ურთიერთობას, მეგობრობა და პარტნიორობა ცალმხრივი ვერ იქნება, ის ორმხრივი უნდა იყოს. გულდასაწყვეტია ის, რომ ყოველგვარი ახსნა-განმარტებების გარეშე, გაუგებარი მიზეზებით, უკრაინამ, მაგალითად, ელჩი გაიწვია. არანაირი ახსნა-განმარტება არ მოჰყოლია იმას, თუ რასთან იყო ეს ყველაფერი დაკავშირებული“, - განაცხადა კახა კალაძემ.

კორნელი კაკაჩია - თუ ხელისუფლებას უნდა ქვეყანამ ევროპული მიმართულებით  თანმიმდევრულად იაროს, მან უნდა შექმნას პირობები, რომ ამ გზაზე პოლიტიკურ სპექტრში და საზოგადოებაში ფართო კონსენსუსი იქნას მიღწეული
რა ხდება ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების ურთიერთობაში? - ინტერვიუ დაზღვევის კავშირის აღმასრულებელ მდივანთან, ლაშა ნიკოლაძესთან
ქართული პრესის მიმოხილვა 30.11.2023
1 იანვრიდან შპს „თელავგაზის“ არასაყოფაცხოვრებო (კომერციული) მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის საფასური შეიცვლება
1 იანვრიდან შპს „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და სს „საქორგგაზის“ არასაყოფაცხოვრებო (კომერციული) მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის საფასური შეიცვლება
CROSSOVER: კიდევ ერთის ძალა - ლურჯი ოკეანე ახალ, ყოველწლიურ ბიზნესღონისძიებას იწყებს
ზუმერის e-Commerce ევოლუცია - 5 მთავარი სიახლე zoommer.ge-ზე
სილქნეტი - დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად სამხედრო ატაშეების მარათონი გაიმართა
1 დეკემბერი - შიდსის მსოფლიო დღე - შიდსის ჯანდაცვის ფონდი გვახსენებს - „ჯერ არ დასრულებულა“
„ნექსია საქართველოს“ მმართველი პარტნიორი, გელა მღებრიშვილი Nexia-ს ქსელის EMEA-ს ბორდის წევრად აირჩიეს
სილქნეტი და Visa პირველ ერთობლივ აქციას აანონსებენ
გერმანული ტექნოლოგიით წარმოებული „იტონგის“ აირბლოკი, კომუნალური ხარჯების 40%-მდე დაზოგვის საშუალებას იძლევა - ინოვაცია ქართულ ბაზარზე