ანა ბუჩუკური - „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ფსონი აქვს დადებული უკრაინის დამარცხებაზე და სამწუხაროდ, მთელი პოლიტიკა ამაზეა აწყობილი

ეს პოლიტიკა იმის გამოხატულებაა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ფსონი უკრაინის დამარცხებაზე აქვს დადებული და მთელი პოლიტიკა სამწუხაროდ, ამაზეა აწყობილი, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პოლიტიკას, რომელიც თითქოს ფრთხილი და დაბალანსებულია, სინამდვილეში სიფრთხილესთან და დაბალანსებულ პოლიტიკასთან არანაირი კავშირი არ აქვს.

„უკრაინაში ომის დაწყებისთანავე „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ საერთაშორისო ასპარეზზე დაიწყო ძალიან გაურკვეველი, ბუნდოვანი საგარეო მესიჯების გაგზავნა. თქვენ ზოგჯერ ლანძღავდით დასავლეთს, ზოგჯერ კარგი განცხადებებით გამოდიოდით და მადლობას უხდიდით მათ, თან საქართველოს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი წარადგინეთ, მაგრამ ამის პარალელურად, თავს ესხმოდით და ესხმით იმ ადამიანებს, რომლებმაც საბოლოოდ გადაწყვეტილება უნდა მიიღონ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. ძალიან გაურკვეველი, ბუნდოვანი, ზოგჯერ კომიკური და ალბათ უფრო ტრაგიკომიკური რიტორიკა გქონდათ, მაგრამ განსაკუთრებულად, ბოლო რამდენიმე დღეა, პროცესები თითქოს დაჩქარდა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მხრიდან“, - განაცხადა ბუჩუკურმა.

დეპუტატმა მიუნხენის უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციაზე პრემიერ ღარიბაშვილის გამოსვლა შეაფასა, რომელსაც სამარცხვინო უწოდა.

„პრემიერ ღარიბაშვილის მიუნხენის უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციაზე გამოსვლა იყო ძალიან სამარცხვინო. ღარიბაშვილმა რუსეთი ნეგატიურ კონტექსტში საერთოდ ვერ ახსენა, ვერც აგრესორად, ვერც ოკუპანტად, ვერც მტრად. და ვერ თუ არ გაბედა, რომ უკრაინისთვის გამარჯვება ესურვებინა. ეს სწორედ მაშინ, როდესაც მთელი თავისუფალი სამყარო უკრაინის გვერდით დგას“, - განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

სერგი კაპანაძე - კონფლიქტების თემებზე ჩვენს საზოგადოებაში უნდა არსებობდეს ფართო კონსენსუსი და დიალოგის დაწყებამდე ჩვენ თავად უნდა გვქონდეს განსაზღვრული, რისი მიღწევა გვსურს დიალოგის შედეგად
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2023
ნაზილბე BDO Digital-თან პარტნიორობით მერჩანდაიზინგის თანამედროვე სისტემას ABM Shelf-ს ნერგავს
„სმარტ კაპიტალ ჯგუფის“ ფონდების მხარდაჭერით ნოდარ დუმბაძის საიუბილეო წიგნები გამოიცა
რივერ პარკი - Index | Wealth Management-ის ახალი პროექტი
სილქნეტი - საქველმოქმედო გალა-ვახშამი და „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ ანგარიში
თბილისში „ქეი-ეფ-სი“-ს მე-15 რესტორანი  გაიხსნა
ახალი წლის მოლოდინი და 2024 წლის ტენდენციები