ირაკლი კობახიძე - სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინელ ხალხს და ჩვენს მეგობარ ქვეყანას, მაგრამ მათი ხელისუფლების ნაბიჯები პირდაპირ მიმართულია, მე მგონია, მათ შორის, უკრაინელი ხალხის ობიექტური ნების წინააღმდეგ

სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინელ ხალხს და ჩვენს მეგობარ ქვეყანას, მაგრამ მათი ხელისუფლების ნაბიჯები პირდაპირ მიმართულია, მე მგონია, მათ შორის, უკრაინელი ხალხის ობიექტური ნების წინააღმდეგ,- ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

24 თებერვალს უკრაინაში მიწვევასთან დაკავშირებით კობახიძე ამბობს, რომ "უკრაინის ხელისუფლების პოზიცია არ უტოვებს მათ ოფიციალურ ფორმატებში მონაწილეობის საშუალებას“.

„როცა ისინი საქართველოს, ქართველ ხალხს პირდაპირ მოუწოდებენ მეორე ფრონტისკენ,როცა სრულიად სამარცხვინო ტყუილს ავრცელებენ, რომ თითქოს საქართველოს ხელისუფლება კლავს და აწებს მიხეილ სააკაშვილს, როცა ასეთი ტყუილების გავრცელებით არის დაკავებული ომში მყოფი ქვეყნის ხელისუფლება, აბსოლუტურად წარმოუდგენელია და როცა პირდაპირ, უმაღლეს დონეზე მოგვიწოდებდნენ მეორე ფრონტისკენ, ასეთ პირობებში ოფიციალური ფორმატით ვიზიტი წარმოუდგენელია,"- განაცხადა კობახიძემ.

რამაზ საყვარელიძე - თუ დღევანდელი ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, გადაინაცვლებს სამზარეულოში, ქუჩაშიც კი მას მხარდამჭერი აღარ ეყოლება, რისი ტენდენციაც უკვე ჩანს
ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში