ნიკოლოზ კახეთელიძე - ნუ შეგყავთ საზოგადოება შეცდომაში და ნუ ავრცელებთ დამახინჯებულ, კონტექსტიდან ამოგლეჯილ ინფორმაციას

მიხეილ სააკაშვილს ჯანმრთელობის კუთხით წონაში კლების გარდა პრობლემა არ აქვს. კლებას იწვევს საკვების არ მიღება და თუ შიმშილობს, მაშინ უნდა ითქვას, რა მიზნით, აკეთებს ამას, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარე, ნიკოლოზ კახეთელიძემ საკრებულოს სხდომაზე განაცხადა.

მან ოპონენტებს მოუწოდა, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით მცდარი დასკვნების გაკეთებისგან თავი შეიკავონ.

ამასთან, ნიკოლოზ კახეთელიძემ ავარიული შენობების ჩანაცვლების პროგრამასთან დაკავშირებითაც ისაუბრა.

მისი თქმით, აღნიშნული პროგრამა ქალაქის ავარიული ფონდის რეაბილიტაციისთვის საუკეთესო გზაა.

„ბევრ განვითარებულ ქვეყანას არ აქვს საშუალება, რომ 12 000 სახლს, მათ შორის, ისტორიულ ნაწილში რეაბილიტაცია გაუკეთდეს“, - აღნიშნა ნიკოლოზ კახეთელიძემ.

როგორც საკრებულოს წევრმა განაცხადა, ოჯახები, რომლებიც ავარიულ სახლებში ცხოვრობენ, უკეთეს ბინებს მიიღებენ.

გარდა ამისა, ნიკოლოზ კახეთელიძე კომპანია „ჯივიპის“ საკითხს გამოეხმაურა და ინიციატივა გააჟღერა.

„ჩვენ არ გვაქვს არანაირი ბერკეტი, რომ „ჯივიპის“ ფინანსურ ან საინჟინრო მუშაობას მონიტორინგი გავუწიოთ. წინადადებით შემოვდივარ, რომ ესპანელი ინვესტორის გარდა, მარეგულირებელი კომისიის წარმომადგენლები მოვიწვიოთ და ამ კომპანიის მუშაობასთან დაკავშირებით განმარტება მოგვცენ,“ - განაცხადა ნიკოლოზ კახეთელიძემ.

თბილისის საკრებულოში გამართულ სხდომაზე, საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ კახეთელიძემ, დედაქალაქის მერის მიმართებით გაკეთებულ კომენტარებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ოპონენტებს საზოგადოება შეცდომაში შეჰყავთ და კახა კალაძის მიერ ნათქვამ ფრაზებს კონტექსტიდან ამოგლეჯილად ავრცელებენ.

მისივე თქმით, დამახინჯებული ინფორმაციის გავრცელება და მოქალაქეების შეცდომაში შეყვანა ყოვლად დაუშვებელია.

ინფორმაციას თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ავრცელებს.

ვაჟა ბერიძე - სამოქალაქო დაპირისპირება რეალურია, რაშიც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თანაბრადაა დამნაშავე
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 27.03.2023
კახა ოქრიაშვილი ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაზე - ვეცადე, რბილი ვყოფილიყავი ჩემს შეფასებებში
Jeep-ის და Alfa Romeo-ს ცენტრში განსაკუთრებული აქცია დაიწყო
კრიპტოვალუტის შეძენა უკვე ფეიბოქსებშია შესაძლებელი
NCURA-ს „სამხრეთ კავკასიის და უკრაინის ინიციატივა“ BTU-ში განხორციელდება
ქართული ღვინის ახალი სიტყვა თანამედროვე ორგანულ ბაზარზე
ონკოლოგიური და ძვირადღირებული მედიკამენტების მომსახურება PSP-სთვის მომგებიანი არასდროს ყოფილა