ლევან ბეჟაშვილი არ გამორიცხავს, რომ ფრაქცია „ნაციონალური მოძრობა“ „ხალხის ძალის“ ინიცირებული კანონპროექტის განხილვისას საპარლამენტო დებატებში ჩაერთოს

კანონი, რომელიც შემოიტანა "ოცნებამ" „აგენტების შესახებ“ პროექტის სახით, ანტიდასავლურია - ფრაქცია განიხილავს საკითხს, ჩაერთოს ამ პროექტთან დაკავშირებით საპარლამენტო დებატებში,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ეს საკითხი უკავშირდება ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას.

„ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" გამოცხადებული აქვს ბოიკოტი მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული უკანონო სასამართლო გადაწყვეტილების გამო, ეს საკითხი პირდაპირ უკავშირდება საქართველოს ევროპულ პერსპექტივას, ევროპულ პერსპექტივას უკავშირდება ასევე, ის კანონი რომელიც შემოიტანა „ოცნებამ“ „აგენტების შესახებ“ პროექტის სახით და არის ანტიდასავლური, ანტიევროპული კანონი, ეწინააღმდეგება ჩვენს კონსტიტუციას და საქართველოს ევროპულ არჩევანს. ამიტომ "ნაციონალური მოძრაობის" საპარლამენტო ფრაქცია განიხილავს საკითხს, რომ ამ პროექტთან დაკავშირებით, საპარლამენტო დებატებში ჩაერთოს და საზოგადოებას განუმარტოს, რომ დაუშვებელია ამ კანონის მიღება. როგორც გავერთიანდით ზაფხულში და მრავალ ასეულათასიანი მიტინგებით გავუგზავნეთ გზავნილი "ქართულ ოცნებას" საქართველოს ევროპული არჩევანის შესახებ, ასევე გვმართებს ახლა მობილიზება, რომ საზოგადოებამ აჩვენოს თავის ევროპული არჩევანი "ქართულ ოცნებას",- განაცხადა ბეჟაშვილმა.

ცნობისთვის, "ნაციონალურ მოძრაობას" 7 თებერვლიდან პარლამენტში ბოიკოტი აქვს გამოცხადებული, ისინი სესიებში და საკომიტეტო მოსმენებში არ მონაწილეობენ.

შეგახსენებთ, რომ „ხალხის ძალის“ დეპუტატების მიერ პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით“ უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი შეიქმნება, სადაც ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება დარეგისტრირდება, რომელთა შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოური ძალების მიერ ფინანსდება. შეგახსენებთ, აშშ- ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, ნედ პრაისის განცხადებით, არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების შესახებ კანონპროექტმა, რომელიც „უცხოური გავლენის აგენტების რეესტრის“ შექმნას გულისხმობს, შეიძლება შეარყიოს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია. ამასთან, ნედ პრაისის თქმით, ის არ ეფუძნება ამერიკულ კანონმდებლობას და უფრო რუსეთის და უნგრეთის კანონმდებლობის ანალოგიურია.

რას გულისხმობს ეროვნულ სასწავლო გეგმაში ცვლილებები, როგორ მიმდინარეობს სკოლების ავტორიზაციის პროცესი და იგეგმება თუ არა დირექტორების ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსის გამოცხადება - ინტერვიუ განათლების მინისტრის მოადგილესთან
ავთანდილ წულაძე  - გერმანიის ექსპერტებმა მოამზადეს მოხსენება, რომლის მიხედვითაც გერმანია ტოტალურად უნდა მოემზადოს რუსეთისაგან თავის დასაცავად
ქართული პრესის მიმოხილვა 27.11.2023
მიხეილ ბატიაშვილი - ქვეყნის ყველაზე მასშტაბური, ციფრული საინფორმაციო ფონდი მალე ხელმისაწვდომი გახდება
გაიცანით Kreston Georgia: გლობალური ექსპერტიზა გლობალური წარმატებისთვის
თიბისის მხარდაჭერით, კოლიერსი საგურამოში და ლისზე საცხოვრებელ პროექტებს განახორციელებს
საქართველოში „The Luxury Collection“-ის კლასის სასტუმრო „პარაგრაფ თბილისი“ გაიხსნა
ახალი Toyota C-HR: ავტომობილი, რომელსაც საქართველოში ბევრი ელოდება
ვალუტის გადარიცხვის ახალი სერვისი - Visa B2B Connect
Gebrüder Weiss თბილისში არსებული ლოგისტიკური ცენტრის რიგით მესამე გაფართოებას იწყებს