გივი მიქანაძე - მადლობა ჩვენ მეხანძრე-მაშველებს, რომელთაც მეგობარი ხალხის და მეზობელი ქვეყნის ტრაგიკულ ვითარებაში ჩვენი ქვეყანა ღირსეულად წარმოადგინეს

ფრაქციის „ქართული ოცნება" თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გივი მიქანაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს და მთელ გუნდს მადლობა გადაუხადა ქვეყნის საკეთილდღეოდ და საზოგადოების უსაფრთხოების თვალსაზრისით ერთი წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობისთვის.

„მინდა მადლობა გადაგიხადოთ იმ საქმიანობისთვის, რომელიც ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ და საზოგადოების უსაფრთხოების თვალსაზრისით, ამ ერთი წლის განმავლობაში გასწიეთ. მინდა შევუერთდე კოლეგების მადლობას მეხანძრე-მაშველებთან მიმართებაში, რომელთაც ჩვენი ქვეყანა ასე ღირსეულად წარმოადგინეს ჩვენი მეგობარი ხალხის და მეზობელი ქვეყნის ტრაგიკულ ვითარებაში. ამისთვის პირადად თქვენ და მთელ შემადგენლობას დიდ მადლობას გიხდით", - აღნიშნა გივი მიქანაძემ.

ვახტანგ გომელაურმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, "მინისტრის საათის" ფორმატში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2022 წლის საქმიანობის შესახებ ანგარიში წარადგინა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია