ირაკლი კუპრაძე - დროის მოგების ნაწილში მთავარი შემაკავებელი იქნება „ხალხის ძალის“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო, რომელსაც დარწმუნებული ვარ, ვიხილავთ   -  დაძლევას ეცდებიან და შალვა პაპუაშვილი იქნება ამ ყველაფრის სახე

„ქართული ოცნება“ და „ხალხის ძალა“ ერთი პოლიტიკური ჯგუფია. „ხალხის ძალა“ ამბობს ისეთ ნაძირლობებს, რისი თქმის ფორმალური შესაძლებლობა „ქართულ ოცნებას“ არ გააჩნია. დროის მოგების ნაწილში მთავარი შემაკავებელი იქნება კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო, რომელსაც 100%-ით ვარ დარწმუნებული, რომ ვიხილავთ , - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა წევრმა ირაკლი კუპრაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ განაცხადა, როდესაც ისაუბრა „ხალხის ძალის“ მიერ პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტზე.

„დღეს ანა ნაცვლიშვილმა ძალიან მარტივად ჰკითხა შალვა პაპუაშვილს, როგორ მოგმართოთ, როგორც უცხო ქვეყნის აგენტს, თუ ყოფილ აგენტს? ანუ შალვა პაპუაშვილი არის ადამიანი, რომელიც სწორედ ამ სექტორიდან მოდის და ამ კანონპროექტს შალვა პაპუაშვილის ხელმოწერა დასჭირდება, რომელსაც პრეზიდენტი ვეტოს დაადებს. სავარაუდოდ, ისინი ამ ყველაფრის დაძლევას ეცდებიან. შალვა პაპუაშვილი იქნება ამ ყველაფრის სახე. ამ კანონპროექტის წინააღმდეგ ძირითადი შემაკავებელი ნაწილი, რაც შეიძლება იყოს, ეს საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობაა“, - აცხადებს კუპრაძე.

მან ასევე, გადაცემაში განმარტა, თუ რატომ არ მიიღებს „ლელო“ მონაწილეობას 24 თებერვალს დაანონსებულ აქციაში.

„24 თებერვალი არის მნიშვნელოვანი პოლიტიკური დღე, საყოველთაო საჯარო დღე, რომელიც ყველას ეკუთვნის, ვისაც უკრაინის გამარჯვება უნდა და ამისთვის საკუთარ ძალისხმევას წევს. სამწუხაროდ, მოხდა ისე, რომ 24 თებერვლის აქციის ანონსი და შემდეგ მიმდინარე პროცესი დაუკავშირდა არა მხოლოდ უკრაინისადმი სოლიდარობას, არამედ, კიდევ დამატებით რაღაც სხვას - პოლიტიკურ განაცხადს, ახალი ეროვნული მოძრაობის დაფუძნების შესახებ. რაც ჩვენ მოვისმინეთ, ამით გაიხსნა 24 თებერვლის აქციის ანონსი. რა თქმა უნდა, რომ არა ეს განცხადება, „ლელოც“ იქ იქნებოდა. ცალსახად, ჩვენ იქ ვიქნებოდით. კოლეგები არიან, მათ ნებისმიერ წამოწყებას ვგულშემატკივრობ, მაგრამ არასწორია, როდესაც ასეთ საყოველთაო მნიშვნელობის, მაღალი მნიშვნელობის დღეს კიდევ დამატებით პოლიტიკურ მნიშვნელობას ანიჭებ, რაც რეალურად ხელის შემშლელია“,- განაცხადა კუპრაძემ და დასძინა, რომ „სხვა პარტიების პოლიტიკური გეგმის ნაწილი ხდება ეს ყველაფერი“.

ვიტალი ბალა - კიევისთვის უკრაინა-რუსეთის ომში ჩინეთის მოდერატორობა მიუღებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2023
ლევან ლორთქიფანიძე - აშკარაა, რომ „ქართული ოცნება“ კონსერვატიულად და ევროსკეპტიკურად განწყობილი ამომრჩევლის ხარჯზე აპირებს მომავალ არჩევნებზე წარმატების მოპოვებას
საქართველოში სრულიად ახალი კონცეფციის მქონე დეველოპერული კომპანია შეიქმნა
Apple-მა თვალისმომჭრელ ყვითელ ფერში ახალი iPhone 14 და iPhone 14 Plus-ი წარმოადგინა