ვახტანგ გომელაური - ბერძენიშვილი მანქანიდან არ გადმოსულა, მანქანა არ დაუზიანებიათ, ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებიათ, პოლიციას რა უნდა გაეკეთებინა? - როცა პარლამენტთან ოპოზიცია გზას კეტავთ, ბევრს ეზღუდება გადაადგილება, 300-500 კაცი უნდა დავაკავოთ?

ბატონი ბერძენიშვილი მანქანიდან საერთოდ არ გადმოსულა. მანქანასთან არ მისულან, მანქანა არ დაუზიანებიათ, ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებიათ და პოლიციას, რა უნდა გაეკეთებინა? გისმენთ, თუ მეტყვით, კი ბატონო, - ასე უპასუხა შს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა დეპუტატ ხათუნა სამნიძის კითხვას, რომლის თანახმად ყვარელში ლევან ბერძენიშვილს ლექციის ჩატარების უფლება არ მიეცა და ამ მხრივ შს სამინისტრომ, „თუ დაიწყო მოკვლევა უმოქმედო პოლიციელების მიმართ“.

ვახტანგ გომელაურმა, რომელიც პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში იმყოფება, განმარტა, რომ საქმეზე გენერალურ ინსპექციას, რა თქმა უნდა, მოკვლევა არ დაუწყია.

„იქ, დაახლოებით 40-50 ადამიანი იყო, როგორც ვნახეთ და რაც მოხდა. დაახლოებით, 7 თუ 6 პოლიციელი იყო. ბატონი ბერძენიშვილი მანქანიდან საერთოდ არ გადმოსულა. მანქანასთან არ მისულან, მანქანა არ დაუზიანებიათ, ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებიათ. პოლიციას, რა უნდა გაეკეთებინა? გისმენთ, თუ მეტყვით, კი ბატონო. უნდა დაგვეკავებინა, უნდა გადაგვეყვანა წინასწარი დაკავების იზოლატორში, თუ რა უნდა გაგვეკეთებინა? მანქანა არ დაუზიანებიათ, ხელი არ დაუდიათ, ადამიანზე ხელი არ დაუდიათ, უკაცრავად. მასე რომ ავიღოთ, როდესაც 500-300 ადამიანი იკრიბება პარლამენტის წინ, ოპოზიცია, მათ შორის თქვენც ხშირად და გზას კეტავთ, იქ ბევრი ადამიანი იზღუდება, რომელიც სხვადასხვა ადგილას მიდის, მაგალითად ბავშვი საავადმყოფოში მიჰყავს და რა უნდა გავაკეთოთ, ეს 300-500 კაცი უნდა დავაკავოთ და წინასწარი დაკავების იზოლატორში გადავიყვანოთ? თუ მოხდება დაზიანება, ფიზიკური ზეწოლა, შეხება და ა.შ. ეს სხვა თემაა. [ლევან ბერძენიშვილი] მანქანაში იჯდა, არც გადმოსულა და რატომ არ დავაკავეთ [ბერძენიშვილთან დაპირისპირებულები] და რატომ არ უზრუნველვყავით, რაღაც ცოტა არ მესმის თქვენი. რა მოქმედება უნდა დაგვეწყო, პოლიციელებს უნდა მივცეთ საყვედურები? რა უნდა გაეკეთებინათ? - „გადმობრძანდით, იქნებ მობრძანდეთ, ამათ ახლა გავწევთ, დავაკავებთ“ - თუ რა უნდა გაგვეკეთებინა, არ ვიცი. არანაირი მოკვლევა არ დაგვიწყია და მე ვფიქრობ, არაფერი დაუშავებიათ ამ პოლიციელებს.

ასე თუ მივუდგებით, კიდევ ვიმეორებ, როდესაც პარლამენტის წინ 500 ადამიანი თავისუფლად ეტევა და ამ დროს, გზას კეტავენ, მაშინ ყველა უნდა დავაკავოთ. თუმცა, ასეთ დროს არავინ ამბობთ, რომ ხალხი დააკავეთ, აგერ შეეზღუდა ავტობუსს, ინვალიდს [გადაადგილება]. შეიძლება თქვენ არ მოგწონთ ჩემი ეს პასუხი. რა თქმა უნდა, არ მოგეწონებათ, ჩემი პასუხი არასდროს მოგწონთ ხოლმე. გამოდიხართ და ამბობთ, არასაკმარისი, არასწორი იყო. არ შეიძლება, მაშინ ყველაზე უნდა გავრცელდეს ის, რასაც სხვებზე ითხოვთ. მაგალითად ეგრეა, მე ასე ვფიქრობ, ყოველ შემთხვევაში“,- განაცხადა გომელაურმა.

ემილ ავდალიანი - ჩინეთისთვის რუსეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და ის ყოველთვის შეეცდება მხარი დაუჭიროს მოსკოვს იმდენად, რამდენადაც ეს არ შეეწინააღმდეგება უშუალოდ ჩინეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2023
საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოადგილე ანა კეკელიძე - საპენსიო სააგენტოს სერვისებზე ხელმისაწვდომობა გაიზარდა
ლიბერთის გაზრდილი CashBack აქცია სოციალურ საწარმოში „ბაბალე“
„გორგიამ“ სომხეთში სამშენებლო-სარემონტო მასალების გამოფენაში მონაწილეობა მიიღო
ჯანმოს ახალ ინიციატივებს ჯანდაცვის ექსპერტები აკრიტიკებენ
პირველად საქართველოში, ბაზისბანკმა, სუბორდინირებული კორპორატიული სავალო ფასიანი ქაღალდი წარმატებით განათავსა
Bolt და Visa-ს ერთობლივი კამპანია დაიწყო
TNET-მა საქართველოში პირველი Super app წარადგინა
Golden Tulip Design Tbilisi საქართველოში პირველი სასტუმროა, რომელიც NFT პლატფორმაზე იქნება წარმოდგენილი