შს მინისტრი განმარტავს, რა ღონისძიებებს ატარებს უწყება საზღვაო ნაღმებთან დაკავშირებით

საქართველოს შს მინისტრი ვახტანგ გომელაური განმარტავს, რა ღონისძიებებს ატარებს უწყება საზღვაო ნაღმებთან დაკავშირებით.

აღნიშნულის შესახებ შს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ისაუბრა „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძის მიერ დასმული კითხვის პასუხად, რომელიც ბათუმში ნაღმის აფეთქებას ეხებოდა.

მინისტრის განცხადებით, საქართველოს გარდა მსგავსი ნაღმები აღმოაჩინეს, თურქეთში, რუმინეთში, ბულგარეთსა და უკრაინაში.

“ნაღმი მარტო საქართველოში არ აღმოჩენილა - იყო თურქეთში, რუმინეთში, ბულგარეთში, რა თქმა უნდა, უკრაინაშიც. დაახლოებით 40 ერთეული აღმოაჩინეს, 7 ერთეულის განეიტრალება ნატო-ს დანაყოფების მიერ მოხდა. 13 თებერვალს იყო ბათუმში,14 თებერვალს სტამბოლის საზღვაო აკვატორიაში, 23 იანვარს ბულგარეთში და 15 დეკემბერს რუმინეთში აღმოაჩინეს.

შეიქმნა, როგორც სანაპირო დაცვის, ასევე სამაშველო სამსახურების ჯგუფები, მაქსიმალურად ხდება პატრულირება. აღმოჩენის შემთხვევაში თუ რა უნდა მოიმოქმედონ. ეს ცოტა განსხვავებული თემაა. თავდაცვის სამინისტროს ჰყავს წყალქვეშა განაღმვის დანაყოფები, მათ ინსტრუქტაჟი ჩაუტარეს ჩვენს დანაყოფებს.

ასევე შევხვდით მეთევზეებს, რომლებიც იყენებენ ნავებს და გემებს, თუ როგორ იმოქმედონ, მათაც აეხსნათ, თუ როგორ უნდა იმოქმედონ და რა უნდა გააკეთონ ნაღმის აღმოჩენის შემთხვევაში“, - განაცხადა გომელაურმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის