ირაკლი ჩიქოვანი - როდესაც არის კრიზისი მხოლოდ მაშინ გვახსენდება, თურმე რამდენი რამ აწევს იმ ადამიანებს, რომლებიც სამშობლოს ემსახურებიან

„ქართული ოცნების“ წევრის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, პოლიციის მუშაობა რიგ შემთხვევაში დაუფასებელია, „უფრო უარეს შეურაცხყოფას აყენებენ გარეთ ქუჩაში, მაშინ როდესაც ისინი იცავენ წესრიგს“.

ამის შესახებ ირაკლი ჩიქოვანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს "მინისტრის საათის" ფორმატში მოუსმინეს.

„ჩვენ ვსაუბრობთ ათი ათასობით ადამიანზე და იმ სისტემაზე, რომლის შრომაც ყოველდღიურ რეჟიმში არ ჩანს. ჩანს მხოლოდ მაშინ, როდესაც არის კრიზისი და მხოლოდ მაშინ გვახსენდება, თურმე რამდენს აკეთებს ეს სისტემა, რამდენი რამ აწევს იმ ადამიანებს, რომლებიც შინაგან საქმეთა სამინისტროში სამშობლოს ემსახურებიან. რიგ შემთხვევებში, ეს არის დაუფასებელი შრომა. სამწუხაროდ, თქვენს სისტემას, თქვენს თანამშრომლებს უწევთ ამ ვითარებაში მუშაობა, ვინაიდან ვერ გავექეცით შეურაცხყოფას აქაც, ამ დარბაზშიც და ამ ტრიბუნიდანაც კი. უფრო უარეს შეურაცხყოფას აყენებენ გარეთ ქუჩაში, მაშინ როდესაც ისინი იცავენ წესრიგს. ამისთვის ბოდიში და დიდი მადლობა ყველა იმ ოფიცერს, იმ ადამიანს, ყველა პოლიციელს, ყველა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს, რომელიც მიუხედავად ამ დიდი სიმძიმისა, კეთილსინდისიერად ასრულებს თავის საქმიანობას", - განაცხადა ჩიქოვანმა.

მისი თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროში არ არსებობს რაიმე სახის პოლიტიკური ვერტიკალი, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ ოფიცრები, ადამიანები, რომლებიც ატარებენ მუნდირის ღირსებას - არიან დაქვემდებარებული გარკვეულ პოლიტიკურ ვერტიკალს და არაოფიციალურ პოლიტიკურ დავალებებს.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას