ირაკლი კობახიძე „ნაცმოძრაობაზე“ - ისინი არიან კოლექტიური „ქურქუმალ ვაითი“ და სხვას უმოწმებენ ინგლისური ენის ცოდნას, სირცხვილია

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველი გუნდი უცხოური გავლენის აგენტებთან დაკავშირებით არა ამერიკული ანალოგის, არამედ „ხალხის ძალის“ მიერ დაწერილი კანონპროექტის მხარდაჭერისკენ იხრება.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტი შესაბამისობაშია ადამიანის უფლებებთან, ამერიკული კანონი კი არა.

„მე ვარ იურისტი და შემიძლია გითხრათ, როგორც იურისტმა, რომ ამერიკული კანონი უმძიმესია. არ ვიცი, შეგვიძლია ვიმსჯელოთ ორივე კანონპროექტთან დაკავშირებით. საბოლოო ჯამში, მივიღებთ გადაწყვეტილებას რომელს დავუჭიროთ მხარი. ამერიკაში მოქმედებს ანალოგიური კანონი და არაადეკვატურად მკაცრი კანონი. რაც შეეხება ევროპას, იქაც დაიწყეს მსჯელობა ასეთი კანონის მიღებასთან დაკავშირებით. როგორ შეიძლება ამ ყველაფერს ჰქონდეს წინააღმდეგობა ევროინტეგრაციასთან და ა.შ. ამერიკის შეერთებული შტატები გამოირჩევა ძლიერი სუვერენიტეტით და ამის ერთ-ერთი საფუძველია, მათ შორის ეს „ფარას“ კანონი. აშშ თავს იცავს ნებისმიერი შესაძლო მცდელობისგან, რომ ხელყოფილიყოს მისი სუვერენიტეტი და აქ არ არის დაკონკრეტებული არც მტრული და არც არამტრული სახელმწიფო. ის ეხება ნებისმიერ საგარეო ინტერვენციას. „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტში საუბარია სუბიექტების გარკვეულ წრესა და მკაფიო კრიტერიუმებზე. არის ამერიკული კანონი, რომელიც არის უმძიმესი ადამიანის უფლებების თვალსაზრისით და არის „ხალხის ძალის“ მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი, რომელიც არის შესაბამისობაში ადამიანის უფლებების სტანდარტებთან. ამ ორი კანონპროექტიდან ერთ-ერთი აუცილებლად იქნება მიღებული, დღევანდელი განწყობა ასეთია. ჩვენ ვიხრებით ქართული კანონპროექტისკენ, ის არის შესაბამისობაში ადამიანის უფლებებთან, არ ვიხრებით რა თქმა უნდა, ამერიკული კანონისკენ. ჩვენი განწყობაა ის, რომ ქართული კანონპროექტი იმსახურებს მხარდაჭერას. არცერთი ადამიანი არ იწოდება ამ კანონპროექტის საფუძველზე უცხოური გავლენის აგენტად. საქმე ეხება მხოლოდ ორგანიზაციებს. ვერცერთ ადამიანს ამ კანონის საფუძველზე ვერ უწოდებ აგენტს, განსხვავებით ამერიკული კანონისგან. ამერიკული კანონის მიხედვით კონკრეტულ ადამიანებს ეწოდებათ უცხოელი აგენტები, რაც ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა და სრული კატასტროფაა“, - განაცხადა კობახიძემ.

ამასთან, მმართველი პარტიის თავმჯდომარის განცხადებით, ის, რომ ოპოზიცია „ხალხის ძალას“ ინგლისურს უწუნებს, სირცხვილია.

„რადიკალურ ოპოზიციას რომ გადახედოთ, პარლამენტში ვინც არის წარმოდგენილიყო, სულ ორმა, სამმა კაცმა იცის ინგლისური. ეს ადამიანები, რომ ვიღაცას უცხო ენების ცოდნას უმოწმებენ, ეს, თავისთავად, ძალიან დიდი სირცხვილია. ლევან ხაბეიშვილის ან მისი მეგობრების ინგლისური მოიკითხონ, რომლებიც არიან წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტში. მათი გადასამოწმებელი სხვისი უცხო ენების ცოდნა არ არის. ისინი არიან კოლექტიური „ქურქუმალ ვაითები“ და ისინი სხვას უმოწმებენ ინგლისური ენის ცოდნას, ეს უბრალოდ სირცხვილია“, - განაცხადა კობახიძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება