ირაკლი კობახიძე - დღეს უკრაინა აქტუალურია ერთი სამწუხარო მოვლენის გამო, ეს არის ომი - ჩვენც ვიყავით აქტუალური 2008 წელს და ახლა მეორე ფრონტი რომ გაგვეჩაღებინა, ჩვენც ძალიან აქტუალურები ვიქნებოდით

დღეს უკრაინა აქტუალურია ერთი სამწუხარო მოვლენის გამო, ეს არის ომი, ეს არის ძალიან მძიმე. ჩვენც ვიყავით აქტუალური 2008 წელს და ჩვენც რომ გაგვეჩაღებინა მეორე ფრონტი, რასაც გვთხოვდნენ უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნები, ჩვენც ძალიან აქტუალურები ვიქნებოდით, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინის ხელისუფლება საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ ძალიან მძიმე, კონფრონტაციულ ნაბიჯებს დგამს და ეს ყველაფერი საქართველოს ოფიციალურ ფორმატებში მონაწილეობის საშუალებას არ აძლევს.

„სამწუხარო მოცემულობაა, უკრაინელი ხალხის მიმართ აბსოლუტურად სოლიდარულები ვართ, სოლიდარობა ყველა ფორმითაა გამოხატული - ჰუმანიტარული დახმარების ფორმით, პოლიტიკური მხარდაჭერის ფორმით, მაგრამ სამწუხაროდ, არის უკრაინის ხელისუფლება, რომელიც საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ ძალიან მძიმე, კონფრონტაციულ ნაბიჯებს დგამს. ეს ყველაფერი სამწუხაროდ, ჩვენ ოფიციალურ ფორმატებში მონაწილეობის საშუალებას არ გვაძლევს. როდესაც, ოფიციალურად უკრაინის ხელისუფლება აბრალებს საქართველოს ხელისუფლებას ადამიანის წამებას, მკვლელობას და ა.შ. როცა ისინი პირდაპირ მეორე ფრონტისკენ მოგვიწოდებენ და პროვოკაციულ ქმედებებს გვთავაზობენ, ასეთ დროს, ისინი მინიმუმამდე დაიყვანენ ჩვენს შესაძლებლობას, რომ ოფიციალურ ფორმატებში ჩავერთოთ. ეს სამწუხარო რეალობაა. ერთია, უკრაინელი ხალხი, მაგრამ მეორეა, უკრაინის ხელისუფლების ქმედებები. გაგრძელდება კომუნიკაცია, თანამშრომლობა კონკრეტული მიმართულებით, ერთადერთი იმისათვის, რომ უკრაინელი ხალხისათვის ჩვენი სოლიდარობა სათანადოდ იყოს გამოხატული. უკრაინელი ხალხისთვის რაც საჭიროა, ყველაფერს ვაკეთებთ. როცა სრულ სისულელეს გაბრალებენ, ადამიანის წამებას, მკვლელობას, როცა თვითონ იყვნენ წლების განმავლობაში მწამებლების შემფარებლები, იქ რა თქმა უნდა, ძალიან რთულია, გარკვეული ტიპის ფორმატებში მონაწილეობა.

დღეს უკრაინა აქტუალურია ერთი სამწუხარო მოვლენის გამო, ეს არის ომი. ეს არის ძალიან მძიმე. ჩვენც ვიყავით აქტუალური 2008 წელს. ჩვენც რომ გაგვეჩაღებინა მეორე ფრონტი, რასაც გვთხოვდნენ უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნები, ჩვენც ძალიან აქტუალურები ვიქნებოდით, მაგრამ საქართველოში არის მშვიდობა და ბუნებრივია, ყურადღება გადატანილია უკრაინისკენ, ასევე მოლდოვისკენ, რადგან მოლდოვაში ძალიან მძიმე ვითარებაა, სულ 2%-იანი ეკონომიკური ზრდა ჰქონდათ და 30%-იანი ინფლაცია, მოლდოვის ნახევარი ისედაც არის პრორუსული განწყობის მქონე და მათ სჭირდებათ მოლდოვის პრეზიდენტის გამაგრება, ანუ ერთ შემთხვევაში არის ომი, მეორე შემთხვევაში არის ხელისუფლების გამაგრების ინტერესი“, - განაცხადა კობახიძემ.

ემილ ავდალიანი - ჩინეთისთვის რუსეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და ის ყოველთვის შეეცდება მხარი დაუჭიროს მოსკოვს იმდენად, რამდენადაც ეს არ შეეწინააღმდეგება უშუალოდ ჩინეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2023
საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოადგილე ანა კეკელიძე - საპენსიო სააგენტოს სერვისებზე ხელმისაწვდომობა გაიზარდა
ლიბერთის გაზრდილი CashBack აქცია სოციალურ საწარმოში „ბაბალე“
„გორგიამ“ სომხეთში სამშენებლო-სარემონტო მასალების გამოფენაში მონაწილეობა მიიღო
ჯანმოს ახალ ინიციატივებს ჯანდაცვის ექსპერტები აკრიტიკებენ
პირველად საქართველოში, ბაზისბანკმა, სუბორდინირებული კორპორატიული სავალო ფასიანი ქაღალდი წარმატებით განათავსა
Bolt და Visa-ს ერთობლივი კამპანია დაიწყო
TNET-მა საქართველოში პირველი Super app წარადგინა
Golden Tulip Design Tbilisi საქართველოში პირველი სასტუმროა, რომელიც NFT პლატფორმაზე იქნება წარმოდგენილი