შალვა ხაჭაპურიძე - კლინიკა „ვივამედი“ თავდაცვის რეჟიმში გადავიდა - ისედაც მომაკვდავ მდგომარეობაში მყოფი სააკაშვილის სულიერი და მორალური განადგურებისთვის ყველაფერს აკეთებენ

კლინიკა „ვივამედი“თავდაცვის რეჟიმში გადავიდა - ისედაც მომაკვდავ მდგომარეობაში მყოფი სააკაშვილის სულიერი და მორალური განადგურებისთვის ყველაფერს აკეთებენ, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის ფიზიკური განადგურება უკვე სახეზეა.

„დღეს ზურა ჩხაიძემ განაცხადა, რომ არაფრით არ დაუშვებს კლინიკის რეპუტაციისა და იმიჯის შელახვას. რას ემსახურებოდა დღევანდელი ბრიფინგი? კლინიკა „ვივამედი“ თავდაცვის რეჟიმში გადავიდა! სად არის აქ პაციენტის ინტერესები და უფლებები? ხვდებით ვის ხელშია სააკაშვილის ჯანმრთელობა და უსაფრთხოება?

ექიმის ეთიკის კოდექსის თანახმად, „ექიმი პატივს სცემს პაციენტის პიროვნებას, მის კულტურულ, სულიერ და მორალურ ფასეულობებს“. ისედაც მომაკვდავ მდგომარეობაში მყოფი სააკაშვილის სულიერი და მორალური განადგურებისთვის ყველაფერს აკეთებენ. ფიზიკური განადგურება უკვე სახეზეა!

მივმართავ საერთაშორისო ორგანიზაციებს, ყველა წამყვანი ქვეყნების ლიდერებს, ვისთვისაც ადამიანის სიცოცხლის უფლება ფუნდამენტური ღირებულებაა - მოუწოდეთ გამოცხადებულ ჯალათებს, ვინც ამ გამოცხადებულ სიკვდილის ქრონიკაში მონაწილეობას იღებს, შეაჩერონ ეს მარაზმი და მისცენ ადამიანს სიცოცხლის უფლება!

შეგახსენებთ, სიცოცხლის უფლება დაცულია ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე-3 მუხლით. საქართველოს კონსტიტუციით „ადამიანის სიცოცხლე დაცულია. სიკვდილით დასჯა აკრძალულია“!,“ - წერს ხაჭაპურიძე.

რას გულისხმობს ეროვნულ სასწავლო გეგმაში ცვლილებები, როგორ მიმდინარეობს სკოლების ავტორიზაციის პროცესი და იგეგმება თუ არა დირექტორების ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსის გამოცხადება - ინტერვიუ განათლების მინისტრის მოადგილესთან
ავთანდილ წულაძე  - გერმანიის ექსპერტებმა მოამზადეს მოხსენება, რომლის მიხედვითაც გერმანია ტოტალურად უნდა მოემზადოს რუსეთისაგან თავის დასაცავად
ქართული პრესის მიმოხილვა 27.11.2023
მიხეილ ბატიაშვილი - ქვეყნის ყველაზე მასშტაბური, ციფრული საინფორმაციო ფონდი მალე ხელმისაწვდომი გახდება
გაიცანით Kreston Georgia: გლობალური ექსპერტიზა გლობალური წარმატებისთვის
თიბისის მხარდაჭერით, კოლიერსი საგურამოში და ლისზე საცხოვრებელ პროექტებს განახორციელებს
საქართველოში „The Luxury Collection“-ის კლასის სასტუმრო „პარაგრაფ თბილისი“ გაიხსნა
ახალი Toyota C-HR: ავტომობილი, რომელსაც საქართველოში ბევრი ელოდება
ვალუტის გადარიცხვის ახალი სერვისი - Visa B2B Connect
Gebrüder Weiss თბილისში არსებული ლოგისტიკური ცენტრის რიგით მესამე გაფართოებას იწყებს