მაკა ბოჭორიშვილი მოლდოვას პარლამენტის საგარეო პოლიტიკისა და ევროპული ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე დოინა გერმანს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი, მოლდოვას რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, საგარეო პოლიტიკისა და ევროპული ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე დოინა გერმანს შეხვდა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა იყო საქართველოსა და მოლდოვას ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესები და შემდგომი ნაბიჯები, ასევე ამ კუთხით, ორ ქვეყანას შორის კოორდინაციის გაძლიერებისა და საპარლამენტო დონეზე კავშირების გაღრმავების მნიშვნელობა.

მხარეებმა მნიშვნელოვანი ყურადღება გაამახვილეს რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზე და ხაზი გაუსვეს მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის აუცილებლობას.

პაატა ზაქარეიშვილი - მგონი, ევროკავშირი ხვდება, რომ „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირი არც თავისთვის და არც საქართველოსთვის არ უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
კავკასიის მედიცინის ცენტრს ევროპის ონკოგინეკოლოგთა ასოციაციის (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
Idram და Alipay+ ხელს უწყობენ სომხეთში საერთაშორისო QR გადახდებს, რითაც ადგილობრივ ბიზნესებს ციფრული საფულეების გლობალურ მომხმარებლებთან აკავშირებენ
„მადლიერების ჩიტი“ – ჯილდო ქართული ტრადიციული მუსიკის ერთგულ მხარდამჭერებს