პრეზიდენტის ადმინისტრაცია - პრეზიდენტი ვალდებულია ხელი მოაწეროს მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ აქტს, როდესაც არსებობს იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი დასკვნა

პრეზიდენტი ვალდებულია ხელი მოაწეროს მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ აქტს, როდესაც არსებობს იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი დასკვნა. ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ეხმაურება 2023 წლის 18 თებერვალს ერთ-ერთი ტელევიზიით გასულ სიუჟეტს, რომელიც შეეხებოდა ე.წ. კანონიერი ქურდებისათვის საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ მოქალაქეობის შეწყვეტის საკითხს.

„საქართველოს პრეზიდენტს არ აქვს უფლებამოსილება საკუთარი შეხედულებისამებრ გადაწყვიტოს მოქალაქეობის შეწყვეტის საკითხი.

საქართველოს პრეზიდენტს იუსტიციის სამინისტროს დასკვნის გარეშე არ შეუძლია პირისათვის მოქალაქეობის შეწყვეტა.

როდესაც არსებობს ასეთი დასკვნა, პრეზიდენტი ვალდებულია ხელი მოაწეროს მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ აქტს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის საფუძვლები ერთნაირად ვრცელდება საქართველოს ყველა მოქალაქეზე, განურჩევლად მათი საქმიანობისა.

პრეზიდენტი ვალდებულია ხელი მოაწეროს მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ აქტს, როდესაც არსებობს იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი დასკვნა”, - აღნიშნავს ადმინისტრაცია განცხადებაში.

ვიტალი ბალა - კიევისთვის უკრაინა-რუსეთის ომში ჩინეთის მოდერატორობა მიუღებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2023
ლევან ლორთქიფანიძე - აშკარაა, რომ „ქართული ოცნება“ კონსერვატიულად და ევროსკეპტიკურად განწყობილი ამომრჩევლის ხარჯზე აპირებს მომავალ არჩევნებზე წარმატების მოპოვებას
ჯანმოს ახალ ინიციატივებს ჯანდაცვის ექსპერტები აკრიტიკებენ
პირველად საქართველოში, ბაზისბანკმა, სუბორდინირებული კორპორატიული სავალო ფასიანი ქაღალდი წარმატებით განათავსა
Bolt და Visa-ს ერთობლივი კამპანია დაიწყო
TNET-მა საქართველოში პირველი Super app წარადგინა
Golden Tulip Design Tbilisi საქართველოში პირველი სასტუმროა, რომელიც NFT პლატფორმაზე იქნება წარმოდგენილი
საქართველოში სრულიად ახალი კონცეფციის მქონე დეველოპერული კომპანია შეიქმნა
Apple-მა თვალისმომჭრელ ყვითელ ფერში ახალი iPhone 14 და iPhone 14 Plus-ი წარმოადგინა