კირილ ბუდანოვი აცხადებს, რომ რუსეთში მრავალრიცხოვანი ხანძრები “ასე უბრალოდ” არ ხდება

რუსეთში მრავალრიცხოვანი ხანძრები “ასე უბრალოდ” არ ხდება. ამის შესახებ უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა კირილ ბუდანოვმა Forbes-თან ინტერვიუში განაცხადა.

რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ხანძრებთან დაკავშირებით, რომელთა რიცხვიც წინა წლის ბოლო ორ თვეში ორჯერ გაიზარდა, ბუდანოვმა აღნიშნა, რომ “აქედან ბევრი რამ შემთხვევითობა არ არის”.

“ყოველთვის რაღაც იწვის. სასიგნალიზაციო აპარატურა რკინიგზაზე, ყოველ დღე რამდენჯერმე იწვის, სხვადასხვა მაგისტრალებზე მუდამ ორი-სამი საათით, ხანდახან ხუთი-ექვსი საათით, მთლიან მონაკვეთზე მოძრაობა ჩერდება. გასაგებია, რომ ასე უბრალოდ არ იწვის”, - თქვა ბუდანოვმა.

კითხვაზე აქვთ თუ არა რუსეთში მყოფ უკრაინელებს ამასთან რამე კავშირი, ბუდანოვმა უპასუხა: “რატომ მხოლოდ უკრაინელები? ასე ვიტყოდი: ფული საოცრებებს შვება”.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის