ირაკლი კობახიძე - ხაბეიშვილი ვერ გაკეთდება, რაც არ უნდა 100 ათასი ფუნტი დახარჯო მასზე

კეზერაშვილის სახე არის ხაბეიშვილი, ხაბეიშვილს ვერანაირი 100 ათასი ფუნტით, ვერც ევროთი და ვერც დოლარით ვერ გარეცხავ, უბრალოდ, შეუძლებელია, რაღაცები არ კეთდება , - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, მარტო საქართველოში სააკაშვილის ოჯახის მიერ დაგროვილი ნაძარცვი ქონება დაახლოებით 170 მილიონს შეადგენს.

„კეზერაშვილის სახე არის ხაბეიშვილი, ხაბეიშვილს ვერანაირი 100 ათასი ფუნტით, ვერც ევროთი და ვერც დოლარით ვერ გარეცხავ, უბრალოდ, შეუძლებელია. რაღაცები არ კეთდება. ხაბეიშვილი ვერ გაკეთდება, რაც არ უნდა 100 ათასი ფუნტი დახარჯო მასზე. მილიონებს ხარჯავენ ისინი, ბევრად მეტი აქვთ მოპარული. დღეს გვქონდა საუბარი, სააკაშვილის ოჯახს, მარტო საქართველოში რაც აქვს დაგროვილი უძრავი, ნაძარცვი ქონება მისი ღირებულება, რაც ზუსტად ვიცით, დაახლოებით 170 მილიონს შეადგენს. ახლა „ფარას“ კონტრაქტში ამოვარდა უძრავი ქონება, არაერთი, 7 ობიექტია, ზუსტად რომ ვთქვათ, რომელიც დაფიქსირდა აშშ-ში სააკაშვილის ოჯახის სახელზე“ , - განაცხადა ირაკლი კობახიძემ "იმედის" ეთერში.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა