ირაკლი კობახიძე - ჯაშუშები არიან ქართულ პოლიტიკაში, ჩვენს გუნდშიც იყვნენ თავის დროზე, ასევე იყვნენ ჯაშუშის ჯაშუშები, აგენტის აგენტები - ბევრი ჯაშუში შეშფოთდა, მაგრამ დავამშვიდებ

ცალსახად უნდა ითქვას, რომ ეს კანონი აწესრიგებს უცხოური გავლენის რეალიზების საკითხებს და არავითარი ფორმით არ ეხება ჯაშუშურ საქმიანობას. ბევრი ჯაშუში შეშფოთდა ამ კანონით, მაგრამ დავამშვიდებ მათ, რომ მათ სანერვიულო არაფერი აქვთ , - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „უცხოური გავლენის აგენტთა შესახებ“ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, ნებისმიერ დიდ სახელმწიფოს აქვს ინტერესი, რომ პატარა სახელმწიფოში გარკვეული ტიპის ინტერვენცია განახორციელოს და რა თქმა უნდა ეს, მათ შორის, ხორციელდება ჯაშუშების მეშვეობით.

„მე ვარ მმართველი პარტიის თავმჯდომარე, აქედან გამომდინარე, გამიჭირდება სახელობითად დავაკონკრეტო ის ადამიანები, რომლებიც საქართველოში ჯაშუშურ საქმიანობას ეწევიან. მაგრამ, ზოგადად მინდა ვთქვა, დავამშვიდო ეს ადამიანები, რომ ეს კანონი არ ეხება ჯაშუშურ საქმიანობას, ეხება მხოლოდ უცხოური გავლენის რეალიზების საკითხებს. რაც შეეხება ჯაშუშებს, ზოგადად ვიტყვი, ჯაშუშები არიან ქართულ პოლიტიკაში. საიდან არიან ესენი მართული, ვინ არიან და ა.შ. ამას არ ვიტყვი, მაგრამ გეტყვით რომ იგივე ჩვენს გუნდშიც იყვნენ თავის დროზე ასეთი ადამიანები და ასევე იყვნენ ჯაშუშის ჯაშუშები, აგენტის აგენტები. ეს ჩვეულებრივი მოვლენაა ზოგადად. ნებისმიერ დიდ სახელმწიფოს აქვს ინტერესი, რომ პატარა სახელმწიფოში გარკვეული ტიპის ინტერვენცია განახორციელოს და რა თქმა უნდა ეს, მათ შორის, ხორციელდება ჯაშუშების მეშვეობით", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
გაიგე რომელ მედიკამენტებზე მიიღებ უკეთეს ფასებს დღეიდან
კახა ოქრიაშვილი რესპუბლიკურ საავადმყოფოზე - ეს არის ერთადერთი სახელმწიფოებრივი მიდგომა ამ საკითხთან დაკავშირებით
„ვოლტის“ სათავო ოფისი ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს
„თეთრი კვადრატი“ საბურთალოზე 2 ახალ პროექტს იწყებს
განაახლე შენი გარდერობი Cashback-სა და VISA-სთან ერთად
„სმარტმა“ ბათუმში 35-ე სუპერმარკეტი გახსნა
კომპანია „ვილა-ოქროყანა“ განცხადებას ავრცელებს