ერთხელ და სამუდამოდ მანდატების დატოვებასა და ბოიკოტზე საუბარი უნდა დასრულდეს - მე პირადად, მრცხვენია ჩვენი ამომრჩევლის, ვისაც ამაზე ვესაუბრებით და ეს არის მთავარი განმსაზღვრელი წესრიგი სამი წელია, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ქუჩის პროტესტი, დემოკრატიის ერთ-ერთ მნიშვნელოვანი მექანიზმია, თუმცა, ეს ხელს არ უშლის საპარლამენტო ინსტრუმენტების გამოყენებას.
"ვაპირებ, რომ საპარლამენტო განხილვებში ჩავერთო. მიმაჩნია, რომ ამ შემთხვევაში ბოიკოტი არ არის იმ შედეგის მომტანი, რაც ალბათ, ყველას გვსურს, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს პარტიის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე უნდა გადაწყდეს.
მგონი, ერთხელ და სამუდამოდ მანდატების დატოვებასა და ბოიკოტზე საუბარი უნდა დასრულდეს, რადგან საპარლამენტო არჩევნებამდე წელიწადნახევარი დარჩა და ამაზე უკვე სამი წელია საუბარი, რაც წარმოუდგენელია. მე მაგალითად, ჩვენი ამომრჩევლის პირადად მრცხვენია, ვისაც ამაზე ვესაუბრებით და ეს არის მთავარი განმსაზღვრელი წესრიგი სამი წელია.
ალბათ, იმ კვირაში კონტურები გამოიკვეთება, როგორ აპირებს პარტია საქმიანობას,"- განაცხადა დეკანოიძემ.