თავდაცვის მინისტრი - ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებულია და ამ რეალობიდან გამომდინარე, ჩვენ ვაკეთებთ იმის მაქსიმუმს, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ უკრაინის დახმარების თვალსაზრისით

ჩვენი ქვეყნის 20% არის ოკუპირებული და ამ რეალობიდან გამომდინარე, ჩვენ ვაკეთებთ იმის მაქსიმუმს, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ უკრაინის დახმარების თვალსაზრისით, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მანვე აღნიშნა, რომ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა ქვეყანაში ახალი კონფლიქტის რისკები არ გაიზარდოს.

„ყველამ, მათ შორის, ჩვენმა პარტნიორებმა, მათ შორის, ჩვენმა მოსახლეობამ უნდა გაიაზროს კარგად, რომ საქართველო არის განსაკუთრებულ მდგომარეობაში. ჩვენი ქვეყნის 20% არის ოკუპირებული და ამ რეალობიდან გამომდინარე ჩვენ ვაკეთებთ იმის მაქსიმუმს, რაც შეგვიძლია, რომ გავაკეთოთ უკრაინის დახმარების თვალსაზრისით და ამავდროულად, რა თქმა უნდა, არ გავზარდოთ რისკები კიდევ ახალი კონფლიქტის წარმოშობის ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

ტომას გრემი - აშშ-ს არ აქვს არავითარი ინტერესი, რომ საქართველო უშუალოდ ჩაერთოს უკრაინის კონფლიქტში და გნებავთ, „მეორე ფრონტი“ გაიხსნას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2023
ირაკლი მელაშვილი - ვინც ამბობს, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის მიზეზი არა უკრაინის სახელმწიფოს განადგურება და იმპერიის აღდგენა, არამედ ნატო-ს გაფართოებაა, ან წარმოუდგენელი ბრიყვია, ან ნამუსგარეცხილი რუსი პროპაგანდისტი
PSP-სა და Lib.ge აკადემიას შორის მემორანდუმი გაფორმდა
„მაიქლაბის“ იუბილესთან დაკავშირებით „კარფური“ მომხმარებელს განსაკუთრებულ ფასდაკლებებსა და პრიზების მოგების შესაძლებლობას სთავაზობს
„დანკინი“ ქსელის განვითარებას განახლებული დიზაინ კონცეფციით განაგრძობს