ვახტანგ ძაბირაძე - პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტი, რომლითაც „უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი" იქმნება, არის საზოგადოების რეპრესიებისთვის შემზადება, სხვა არაფერი არ არის

პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტი, რომლითაც "უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი" იქმნება, არის საზოგადოების რეპრესიებისთვის შემზადება, სხვა არაფერი არ არის, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა, ვახტანგ ძაბირაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს კანონი მისთვის პრობლემური არ არის, რამდენადაც ამ კანონის მიღების განზრახვა.

„პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტი, რომლითაც "უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი" იქმნება, ეს არის საზოგადოების რეპრესიებისთვის შემზადება, სხვა არაფერი არ არის. თუ აგენტია უნდა დაიჭირო. ამიტომ, ეს ძირითადად დისკრედიტაციისთვისაა. თუ ვერ იჭერ, დისკრედიტირება მაინც მოახდინო ისე, რომ მის აზრს საზოგადოებაზე გავლენა არ ჰქონდეს. ეს არის ძალიან მარტივი. თუ ფინანსების პრობლემა გვაქვს, სახელი შევცვალოთ, ამას ფინანსური გამჭვირვალობის შესახებ კანონი დავარქვათ. აქ კანონი კი არ აინტერესებთ, პირველ ეტაპზე აინტერესებთ, რომ აგენტი იყოს. ჯერ ხდება მოწინააღმდეგის იდეოლოგიური თუ იდეური დაკნინება, რომ მას საზოგადოებაში მხარდაჭერა არ ჰქონდეს და შემდეგ რეპრესიები იწყება. ჩემი აზრით, კანონის მიღების შემდეგ კანონში ცვლილებების შეტანა დაიწყება. სამწუხაროდ, „ქართული ოცნება“ იმ მდგომარეობამდე მივიდა, რომ ნელ-ნელა საკუთარი თავის თვითიზოლაციას მთელი საზოგადოებისგან ახდენს, რჩება მართლა კლანი, რომელიც ხელისუფლებაში დარჩა და ყველა მეთოდით ცდილობს, ეს ძალაუფლება შეინარჩუნოს. როცა კრიზისი იწყება, მუდმივად შეცდომების დაშვება ხდება. როდესაც რუსეთში ეს კანონი შემოიღეს, რუსული საზოგადოება ქართულისგან მკვეთრად განსხვავდება, რუსები მუდამ საგარეო მტერს ეძებდნენ, საქართველოში ეს არ მუშაობს. თანაც ვინ უნდა იყოს აგენტი და ვისი გავლენის აგენტი უნდა იყოს?

„ხალხის ძალა“ რომ ასწავლის დასავლეთს, რა არის დემოკრატია, თავისუფლება და ა.შ. ნუ რაზეა ლაპარაკი, კონსტიტუციურია თუ არ არის კონსტიტუციური, არ აინტერესებთ. ხალხი ვერ გამოდის ქუჩაში გასაპროტესტებლად იმიტომ, რომ დღეს სხვა ფაქტორები მუშაობს, გაცილებით მძიმე, ვიდრე ეს არის ამ კანონის მიღება. ჩვენი პოლიტიკური კულტურა იმ დონეზე არ არის, რომ ჩვენი ფართო საზოგადოება ასეთ ნიუანსებს აცნობიერებდეს და ამისკენ იყოს მომართული, მაშინ ეს ხელისუფლებაც და არც წინა ხელისუფლება არ გვეყოლებოდა, სხვანაირი ხელისუფლებები გვეყოლებოდა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ქართული საზოგადოება ყველაფერს აიტანს და თვალს დახუჭავს, ეს ასე არ იქნება. ქვეყანამ ძალიან მძიმე ვითარებაში შეაბიჯა, ეს კანონი პირადად ჩემთვის პრობლემური არ არის, რამდენადაც ამ კანონის მიღების განზრახვა“, - განაცხადა ძაბირაძემ.

სერგი კაპანაძე - კონფლიქტების თემებზე ჩვენს საზოგადოებაში უნდა არსებობდეს ფართო კონსენსუსი და დიალოგის დაწყებამდე ჩვენ თავად უნდა გვქონდეს განსაზღვრული, რისი მიღწევა გვსურს დიალოგის შედეგად
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2023
„ევექსის“ ბავშვთა ნეიროგანვითარების ცენტრი „კარავი“ გაიხსნა
ტექტო ჯგუფი: ISO სერტიფიკატის მფლობელი სამშენებლო კომპანია
ზუმერმა Trade-In წარადგინა
ნაზილბე BDO Digital-თან პარტნიორობით მერჩანდაიზინგის თანამედროვე სისტემას ABM Shelf-ს ნერგავს
„სმარტ კაპიტალ ჯგუფის“ ფონდების მხარდაჭერით ნოდარ დუმბაძის საიუბილეო წიგნები გამოიცა
რივერ პარკი - Index | Wealth Management-ის ახალი პროექტი
სილქნეტი - საქველმოქმედო გალა-ვახშამი და „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ ანგარიში
თბილისში „ქეი-ეფ-სი“-ს მე-15 რესტორანი  გაიხსნა
ახალი წლის მოლოდინი და 2024 წლის ტენდენციები