ირაკლი ღარიბაშვილი - მთელ ჩვენ საზოგადოებასთან ერთად, პატივს მივაგებ იუნკერთა ნათელ ხსოვნას და მშვიდობას, ერთიანობას და განვითარებას ვუსურვებ ჩვენს სამშობლოს

მთელ ჩვენ საზოგადოებასთან ერთად, პატივს მივაგებ იუნკერთა ნათელ ხსოვნას და მშვიდობას, ერთიანობას და განვითარებას ვუსურვებ ჩვენს სამშობლოს, - ამისშესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ფეისბუქზე წერს.

როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მათ მიერ დაწყებული ბრძოლა არ დამთავრებულა.

„დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ საქართველოს თავისუფლებისთვის თავდადებულ გმირთა, იუნკერთა ნათელ ხსოვნას.

მათ ყველაზე ძვირფასი - საკუთარი სიცოცხლე შესწირეს სამშობლოს და უკვდავი მაგალითი დაუტოვეს ყველა მომავალ თაობას.

საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მათ მიერ დაწყებული ბრძოლა არ დამთავრებულა. ყველა ჩვენგანის მთავარ საზრუნავად და ამოცანად რჩება ქვეყნის გამთლიანება, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის განმტკიცება, საქართველოს დაბრუნება საერთო ევროპულ ოჯახში.

მთელ ჩვენ საზოგადოებასთან ერთად, პატივს მივაგებ იუნკერთა ნათელ ხსოვნას და მშვიდობას, ერთიანობას და განვითარებას ვუსურვებ ჩვენს სამშობლოს“, - აღნიშნავს პრემიერი.

ვიტალი ბალა - კიევისთვის უკრაინა-რუსეთის ომში ჩინეთის მოდერატორობა მიუღებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2023
ლევან ლორთქიფანიძე - აშკარაა, რომ „ქართული ოცნება“ კონსერვატიულად და ევროსკეპტიკურად განწყობილი ამომრჩევლის ხარჯზე აპირებს მომავალ არჩევნებზე წარმატების მოპოვებას
საქართველოში სრულიად ახალი კონცეფციის მქონე დეველოპერული კომპანია შეიქმნა
Apple-მა თვალისმომჭრელ ყვითელ ფერში ახალი iPhone 14 და iPhone 14 Plus-ი წარმოადგინა