ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტებში რამდენიმე ლოკაციაზე მეწყრული პროცესები განვითარდა

ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტებში რამდენიმე ლოკაციაზე მეწყრული პროცესები განვითარდა. როგორ აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, ქედის მუნიციპალიტეტში ცხმორისი-კოკოტაური-ძანაძეების საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტით გადაადგილება აკრძალულია. უწყების ცნობით, მუნიციპალიტეტებში დიდთოვლობის გამო, რეკომენდებულია მაღალი გამავლობის ავტომობილებით გადაადგილება.

“მაღალმთიან აჭარაში საავტომობილო გზები თოვლის საფარისაგან 24 საათიან რეჟიმში იწმინდება. მეორე კვირაა ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტებში თოვს. დიდთოვლობის გამო საავტომობილო გზების გაწმენდა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

სამუშაოებში ჩართულია აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის 80-მდე სპეც. ტექნიკა.

ეტაპობრივად იწმინდება ადმინისტრაციულ ცენტრებთან დამაკავშირებელი, ასევე შიდა სასოფლო გზები.

ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტებში რამდენიმე ლოკაციაზე განვითარდა მეწყრული პროცესი.

ამ ეტაპზე ინტენსიურად მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.

ქედის მუნიციპალიტეტში ცხმორისი-კოკატაური-ძანაძეების საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტით გადაადგილება აკრძალულია.

ადგილობრივებს შესაძლებლობა აქვთ დანდალო-ტაკიძეების გზით ისარგებლონ. მუნიციპალიტეტებში დიდთოვლობისა და უამინდობის გამო საავტომობილო მოძრაობა რეკომენდებულია მაღალი გამავლობის ავტომობილებით და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით”,- განაცხადეს უწყებაში.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის